09 февраля 2013

Where is your house?!

" გათავდა... უკვე ახლოა სახლი,
სადაც სინაზით ფეთქავს აგურიც
და სადაც ცოლი - ძლიერს და დაღლილს
უჩუმრად გიცდის, ვით ნავსადგური"

ო.ჭილაძე



ერთი თანამედროვე ქართველი მწერალი ამტკიცებს შენ სახლი იქ არის სადაც შენი ახლობელი ადამიანები ცხოვრობენო, დიდი დასამტკიცებელი მანდ მაინც არაფერი არის, მაგრამ ადამიანების ამბავი ხომ იცით?  ნებისმიერ აქსიომაზე შეუძლიათ იდავონ.

 ჩემი მეგობარი  კი ამტკიცებდა შენი სახლი იქ არის, სადაც შენი მობილურის დამტენიაო. თუ ეს მართლა ასეა მაშინ ბევრი ჩემი ახლობლის სახლი სამსახურში ყოფილა, რადგან მათ ნახევარს უჯრაში ყოველთვის უგდია მობილურის სატენი, და არა მხოლოდ სატენი - ჩაის ფინჯნები, დატეხილი შოკოლადები, გვერდმიმწვარი ვაშლები, თბილი სვიტრები და კიდევ ბევრი რამ, რაც კი ოჯახური სიმყუდროვის შესაქმნელად არის საჭირო.

დილით როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ბნელა,  თბილი ტრანსპორტიდან გადმოსული აკანკალებული ავუყვები სამსახურისკენ მიმავალ ხიდს, ხდება ხოლმე რომ უცებ  დავლანდავ ფანჯარასთნ ვინმეს, რომელსაც უკვე გაუხდია პალტო და ხელის ნელი, აუჩქარებელი მოძრაობით ურევს ყავას თითქოს დიდი ხნის წინ დაწყებულ საქმეს აგრძელებსო - მომენტალურად ვთბები.

ზამთარი ცივი იყო, ზოგჯერ სასტიკიც, მაგრამ ჯერ იმდენად შორს არ წასულა, რომ წარსულ დროში მოვიხსენიოთ.  ან იქნებ ზამთარს -ისევე როგორც ყველაფერს რაც ადრე თუ გვიან უკან ბრუნდება - დროის წარსული ფორმა არ გააჩნია?




10 комментариев:

  1. სახლი იქაა სადაც სიმყუდროვის შექმნა გამოგდის! საინტერესოა, ბედნიერია თუ არა ლოკოკინა... ალბათ ბედნიერია, როცა უნდა სახლში შევა. მაგრამ სტუმრადაც რომ ვერ მივა ?! :)

    ОтветитьУдалить
  2. ლოკოკინა არ არის ბედნიერი, იმიტომ რომ არასდროს მოენატრება სახლი
    და ვერასდროს დაბრუნდება სახლში :)))

    ОтветитьУдалить
  3. აი მორჩა
    გიკრძალავ სამსახურეობრივ სიტუაციებზე წერას.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ვიცი რომ გენატრება <3

      Удалить
    2. არის რაღაცეები რასაც ვერ იტან, მაგრამ რაც აუცილებლად მოგენატრება როცა აღარ იქნება.

      Удалить
  4. მე პირადად მართლა სახლად მიმაჩნია ჩემი სამსახური. თავისი დამტენით, ჭიქით, შაქრის, ყავის, საჭმლის მარაგით და ა.შ.
    იმ დღეს თანამშრომლები დავფიქრდით, რომ ერთმანეთთან უფრო მეტ დროს ვატარებთ , ვიდრე ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, თუ ახლობლებთან. თან ეს ყველაფერი რომ 5 წელზე მეტია გრძელდება, მოდი და ნუ დაარქმევ სამსახურს სახლს და თანამშრომლებს ოჯახს :)))))))))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. კარგია თუ ამაზე მხოლოდ იმ დღეს დაფიქრდით ბუშკა იმიტომ რომ ეს მართლაც ასეა. არსებული 24 საათიდან 9 საათს ვატარებთ სამსახურში (არსებობს 8 საათიც) დარჩა 15 აქედან 1-2 საათი გზა სახლიდან სამსახურამდე, სამსახურიდან მაღაზიებამდე, მაღაზიებიდან სახლამდე, დარჩა 13 საათი. 13 საათიდან 8 საათი გვძინავ (საუკეთესო შემთხვევაში) ოჯახისთვის დარჩა 4 საათი, რომელის უდიდესსს ნაწილს ვატარებთ ინტერნეტში.
      ეს იდეალური ვარიანტია, თუმცა არის შემთხვევები როცა სამუშაო დღე გაცილებით გრძელია ვიდრე 8-9 საათი. :)

      Удалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)