08 апреля 2013

ქართული მენტალიტეტი ანუ 3 ამბავი ვირზე


პოსტი ეძღვნება მათ ვისაც ჯერ არ დაუკარგავს იმედი,
 რომ ჩვენ ოდესმე რამე გვეშველება

„აქ ჩამომსვლელნო,  ყველა იმედი ზემოთ დატოვეთ. „




  • ამბავი #1 (ოდნავ დაუჯერებელი) 

პირველი ამბავი ჩემს მეგობარზეა,  რომელიც 16 წლის ასაკში  მშობლებმა ევროპაში წაიყვანეს სწავლის გასაგრძელებლად. ამის შემდეგ 12 წელი საზღვარგარეთ გაატარა,  ევროპის ერთ-ერთი წამყვანი  უნივერსიტეტი წარმატებთ დაამთავრა, ბოლოს სადოქტოროც დაიცვა ამერიკაში და ასე ნასწავლ-განათლებული დაუბრუნდა სამშობლოს, მერე ჩემს სავარძელში ჩაჯდა,  მილეთის ამბები მოყვა, ბებიაჩემის დაყენებული ჩაი მოსვა და ისე სხვათაშორის,  რიტორიკულად,  იკითხა:

„გათხოვილ ქალს რა უნდა საერთოდ ფეისბუქზეო?“-  ამ სიტყვებზე ბებიაჩემს ჩაის ფინჯანი გაუვარდა ხელიდან, არა იმიტომ რომ დასმულმა კითხვამ შეზარა, პირიქით,  თვითონაც ზუსტად ასე ფიქრობდა,  რომ გათხოვილი ქალის ადგილი ფეისბუქზე კი არა ოჯახური კერის წინ იყო,  უბრალოდ ვერც წარმოიდგენდა,  რომ ასე ოკეანის გადაღმა ნასწავლი კაციც ზუსტად მასავით იფიქრებდა. მეგობარი რომ წავიდა (სხვათაშორის მერე აღარც მოსულა) ბებიაჩემმა მკითხა: 

- "რა აზრი ჰქონდა ამის ასე შორს წასვლას თუ მაინც ისე იფიქრებდა როგორც ჩემი მეზობელი კოლა თავისი ღობის გადაღმა რომ არ გაუყვია ცხვირიო."

მე მხრები ავიჩეჩე.

  • ამბავი # 2 (უფრო ადვილად დასაჯერებელიცა და გადასამოწმებელიც) 

მეორე ამბავი გაცილებით უფრო წარმატებულ ახალგაზრდაზეა,  ვიდრე ჩემი მეგობარი იყო. მერე რა რომ,  მასავით სხვადასხვა კონტინენტებზე არ უსწავლია, სამაგიეროდ სხვა ნიჭი ჰქონდა და იმდენ ხანს აგორავა  ბურთი,  სანამ სამტრედიიდან მილანში არ ჩააგორა (რა თქმა უნდა არა პირდაპირი რეისით) კარიერის მწევრვალზე ცოლიც შეირთო, რომელსაც გარდა თავისი საოცარი  სილამაზისა სხვა საქმეც ჰქონდა და ამ საქმეს პოდიუმზე სიარული ერქვა, თუმცა გათხოვებიდან ცოტა ხანში პოდიუმს შეეშვა, რადგან უკვე ოჯახი ჰქონდა.  ჟურნალისტთა  კითხვაზე მერე ოჯახი პოდიუმს როგორ უშლის ხელსო, პასუხი ქმარმა გასცა - რა თქმა უნდა უშლის, აბა სადაც ოჯახია იქ პოდიუმის და საქმის ადგილი არ არის, ხომ ხვდებითო. დარწმუნებული ვარ ამას მილანში ვერ მიხვდებოდნენ, რა ესმის მილანს მაღალი მატერიების? სამაგიეროდ ტელევიზორებთან მიმჯდარი მილიონობით კაცი ზუსტად  მიხვდა რასაც გულისხმობდა. მიხვდა კი არა გულში მჯიღის ჩაცემით მოუწონა კიდეც ასეთი სწორი და წმინდა ქართული პასუხი. ბებიაჩემიც ანალოგიურად ფიქრობდა, რომ რა ქალის (მითუმეტეს,  ღმერთო კი მომკალი და გათხოვილი ქალის) საქმე იყო  ნახევრად შიშველ მდგომარეობაში პოდიუმზე ტანტალი, თუმცა იმ საღამოს   მაინც  გაიმეორა თავისი ცნობილი კითხვა:

 „რა აზრი ჰქონდა ამის მილანში ცხოვრებას თუ ისევ ისე იფიქრებდა,  როგორც ჩემი მეზობელი კოლა, თავისი ღობის გადაღმა რომ არ გაუყვია ცხვირიო“

რა საკვირველია ყველას ერჩივნა მილანში სწორედ ეს ახალგაზრდა მოხვედრილიყო და არა ბებიაჩემის მეზობელი კოლია, ანუ აზრი დიახაც, რომ ძალიან დიდი იყო, თუმცა არა მენტალური, ამიტომ მე ისევ მხრები ავიჩეჩე  და  ჩემი სკოლის დირექტორი გამახსენდა 45 წუთი მხოლოდ იმას რომ იმეორებდა - ქართული გენი არსად არ იკარგებაო.

  • ამბავი # 3 ( და ყველაზე შემზარავი, სუსტი ნერვების პატრონნი ნუ წაიკითხავთ!! ) 

მესამე ამბავი კი ერთ ჩემს კოლეგას ეხება, ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და ჩემი სტუდენტობის დროს უკვე წარმატებულ იურისტად ითვლებოდა. ერთ- ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა,  რომლის  პირდაპირი საქმიანობა ქალთა უფლებების დაცვა იყო. მე ის ერთ კონფერენციაზე გავიცანი,  რომელიც ეხებოდა  ქალთა პრობლემებს და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. მერე რა რომ  მას არც ჩემი მეგობარივით უსწავლია სხვადასხვა კონტინენტზე და არც მეორე ახალგაზრდასავით უგორავებია ბურთი მილანში, სამაგიეროდ  თავისივე ქალაქში ბრწყინვალე განათლება მიეღო და ორატორობის ნიჭთან  შესანიშნავად შეეხამებინა.   კონფერენციაზე სადაც ის მომხსენებელი იყო  ყველაზე დიდი სკეპტიკოსნიც  კი დაარმწუნა,  რომ ქალი თანასწორია კაცის და  მისი ადგილი სად სად და სწორედ სამზარეულოში არ არის.

 მერე ისე მოხდა რომ მე და კიდევ ორი ჩემი მეგობარი მის სახლში აღმოვჩნდით მიწვეულნი ჩაიზე. როდესაც მასპინძლის მეუღლის საქმიანობით დავინტერესდით,  აღმოჩნდა რომ მისი ცოლი განათლებით დიპლომატი, რომელიც სამ უცხო ენას თავისუფლად ფლობდა მუშაობდა ორ ადგილას - სამზარეულოსა და სააბაზანოში. აქ ჩემმა ერთმა მეგობარმა გაიხსენა ცნობილი იურისტის კონფერენციები, მისი ნაშრომები და სტატიები გენდერულ თემაზე, რაზეც ცნობილმა იურისტმა მომხიბვლელად გაიღიმა ( ისე როგორც სჩვევიათ ცნობილ იურისტებს ) და თქვა: "კაი თუ ძმა ხარ სამსახურს და ოაჯხს ერთმანეთში რატომ ურევო? "

საბედნიეროდ,  ამ საღამოს ბებიაჩემი არს ესწრებოდა,  თორემ ალბთა მათი ჩაის ფინჯანიც შეეწერებოდა დებატებს და თქვენ უკვე იცით რასაც იკითხავდა ის. მე კი ერთს ვიტყვი:  ამის დაცული ქალთა უფლებები არ გაიშვა კოლიას ღობის გადაღმა ... 

 P.s. 
ხშირად საუბრობენ და დაობენ თემაზე ვინ ვართ ჩვენ: ევროპელები, აზიელები, კავკასილები, თუ კიდე რაღაც სხვა ჯიში, მე კი ვფიქრობ,  რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ევროპას ვეკუთვნით თუ აზიას, რადგან
ვირის ამბავი ხომ გაგიგონიათ? გინდა ღობის გადაღმა დააბი, გინდა ღობის გადმოღმა, გინდა ამერიკაში ასწავლე, გინდა ევროპაში აცხოვრე, გინდა უმაღლესი განათლება მიეცი, გინდა ევროპელად მიჩნიე, გინდა აზიელად - შემადგენლობა არ იცვლება -   მაინც ბოლომდე  ვირად რჩება.

19 комментариев:

  1. ვირი ყველგან ვირია :))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გინდა ღობის იქით დააბი, გინდა აქეთ გადმოაბი :)))

      Удалить
  2. მესამე ამბავი დასტურ შემზარავია:(((
    "გათხოვილ ქალს რა უნდა საერთოდ ფეისბუქზეო?“- ლოოოოოოოოოოოოოოლ. ვაი თუ "კუპალნიკიანი"სურათებიც დადოს,ხო "მეეჭრება" თავი ქმრის ნათესავებში.
    კალაძის და მისი მეუღლის შესახებ სიუჟეტი კარგად მახსოვს,(P.S.კურიერში მგონი)ცოლი ისეთი მონდომებით უკრავდა კვერს ქმრის "გრუზინობას",რომ.....:(((((
    არ ვკარგავ იმედს,მაგრამ ძალიან მინდა ეს "ოდესმე" მალე დადგეს.

    ОтветитьУдалить
  3. არ ვიცი რამდენად ფიქრობს დღეს საქართველოში ყველა კაცი ასე "გრუზინულად" (არადა ვიცი, რომ ნაწიილი ნამდვილად ფიქრობს), მაგრამ ისე საინტერესოდ წერთ, ეს "შემაძრწუნებელი ისტორია" ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა :)
    P.S. შესაძლოა, ჩემი ქალური თავმოყვარეობა იმედს იტოვებს, რომ "ფეისბუქზეც" და სამსახურშიც ქალის ადგილი მოიძებნება :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დარჩით, ეგეთი შემაძრწუნებელი ისტორიები და კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნებელიც რამდენიც გინდათ იმდენი მაქვს, ვინაიდან როგორც მიიჩნევენ, საქართველოში მსგავის მარაზმები არ ხდება, უბრალოდ მე მყავს ძალიან ცუდი გარემოცვა. :)

      Удалить
  4. გულიანად იცინებდა კაცი, სატირალი რომ არ ყოფილიყო:(

    ОтветитьУдалить
  5. ამის დაცული ქალთა უფლებები არ გაიშვა კოლიას ღობის გადაღმა ... (!!!)
    uf :/

    ОтветитьУдалить
  6. i like the way you move

    ОтветитьУдалить
  7. "მისი ცოლი განათლებით დიპლომატი, რომელიც სამ უცხო ენას თავისუფლად ფლობდა მუშაობდა ორ ადგილას - სამზარეულოსა და სააბაზანოში."

    საძინებელი გამორჩენილია, თუ სააბაზანოს სხვა დატვირთვა აქვს? :D

    ОтветитьУдалить
  8. მეზობელი კოლა :დ კაი იყო, 10იანში გაარტყი. ვერვიტან უტვინო ხალხს და კიდე ამ უტვინო ხალხის ჩმორ ხალხს

    ОтветитьУдалить
  9. It's great, wish you success in the next blog, this is a post that we all should read at least once. I would love to keep track of your posts, it is really a useful source of information, wish you success.
    abcya3 hot games, friv for school for kids 2019, cá koi mini, io jogos for kids

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)