" თუ შენ ამ ჩანაწერს კითხულობ, ე.ი. მე უკვე მკვდარი ვარ"
"რა უბრალოა ადამიანი,
რა ცოტა ჰყოფნის რომ იქცეს მიწად
და რა უმწეო ხმებით შრიალებს,
რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს"
23 წლის ვიყავი როდესაც პირველად მოვკვდი. გარეთ იყო თოვლი და სიცივე.
მთელი სიცოცხლის მანძილზე , ანუ 23 წელი, მეგონა რომ ყველაზე რთული იყო სიკვდილი, მხოლოდ 23 წლისა მივხვდი როგორ ვცდებოდი, არაფერია მასზე პრიმიტიული და ადვილი. თითქოს წლების განვმლობაში მძიმე ზურგჩანთით ადიხარ მწვერვალზე, უცებ ფეხი გიცდება და ვიღაც გხსნის ამ უზარმაზარ ზურგჩანთას, ყველაფერი თეთრდება და ხვდები რომ მიუხედავად იმისა რომ დანიშნულ ადგილას ვერ მიხვედი, მაინც ძალიან კარგად ხარ, ყველაფერი მსუბუქი, მშვიდი და თეთრია.
როცა კვდები, ამ მომენტში მხოლოდ ერთადერთი უსიამოვნო რამ არსებობს - ვიღაცეები გამუდმებით და ჯიუტად ცდილობენ ამაში ხელი შეგიშალონ, უამრავი მოწყობილობების საშულებით ცდილობენ ისევ უკან სიცოცხლეში დაგაბრუნონ და ეს ყველაზე, ყველაზე მეტად არ გსიამოვნებს. დაახლოებით იმას ჰგავს ახალ ნაყიდი მანქანით ახალ ტრასაზე რომ მისრიალებ და მოულოდნელად ღრმა ორმოებში ვვარდები .
23 წლის ვიყავი როდესაც პირველად მოვკვდი, გარეთ თოვდა და ციოდა,
ჩემი საწოლი იდგა ზუსტად ფანჯრის წინ და ვხედავდი როგორ ათოვდა ქალაქს, დრო გადიოდა ხედი კი ფანჯრიდან არ იცლებოდა, გამუდმებით თოვდა, მთელი თვეების განმავლობაში თოვლი ედებოდა ქალაქს, სადაც ჩემს სიცოცხლეში ძალიან იშვიათად თოვდა ( ისიც ძალიან ადრე ღრმა ბავშვობაში )და როდესაც გავაცნობიერე რომ ირგვლივ არაფერი იცვლებოდა, პირველად მაშინ მივხვდი, რომ მკვდარი ვიყავი.
საკუთარ დასაფლავებაზე და პანაშვიდებზე მისვლის სურვილი არ გამჩენია, წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევდა მენახა ყალბი ადამიანები, რომლებმაც სიკვდილამდე მიგატოვეს, თუმცა სიკვდილის შემდეგ მზად იყვნენ უკან გამოგყოლოდნენ. სიცოცხლეში არსებობს დღეები სადაც ყველას განურჩევლად ძალიან უყვარხარ, მაგ: დაბადების დღეები , ქორწილები, იუბილეები და მსგავსი. ამ დღეებში ყველა გიღიმის, უამრავ შაბლონურ ფრაზას გეუბნება, მეორე დღით კი ჭორაობს შენი კაბის გამო, რომელიც არ გიხდებოდა.
თუცა ასეთი დღეები ყველაზე მეტად სიკვდილის მერე მრავლდება. ქორწილები და დაბადების დღეები ვერაფრით შეედრება პანაშვიდებს და გასვენებებს. ამ დროს ყველას მართლაც ჭეშმარიტად უყვარხარ, უყვარხარ უკანასკნელად და მეტსაც გეტყვით მეორე დღეს არავინ იჭორავებს შენი ზედმეტად მოკლედ კაბის გამო, რომელიც არ გიხდებოდა. ალბათ იმიტომ უყვარხარ ყველას ასე წრეგადასულად რომ დარწმუნებულია მეტად აღარ აწყენინებ, აღარ გააღიაზინებ, თვალში ვეღარ მოხვდები.
23 წლის ვიყავი როდესაც პირველად მოვკვდი, გარეთ ციოდა და ათოვდა ქალაქს, რომელშიც ჩემს სიცოცხლესი ძალზედ იშვითად თოვდა...
Смерть – это не самое худшее, что может произойти с человеком. ისე კი - გარდაცვალება ჯობია :)
ОтветитьУдалить:) :*
ОтветитьУдалитьარ ვიცი რამდენად სწორად, მაგრამ ეს გამახსენდა: http://katiee.ge/the-best-gift-i-ever-survived-ted/
და საერთოდაც, ამწამს შენს ბლოგზე ჩემი საყვარელი ქვესათაურის წასაკითხად შემოვიხედე: "ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება =)"
ჰო ნუ ხარჯავ ამდენ ძალისხმევას :)
Удалитьრაც შენს პოსტს შეეხება - ეგ ქალი იტყუება, და მაგის დამტკიცება ძალიან მარტივია :))
supreme shirt
ОтветитьУдалитьjordans
yeezy supply
bathing ape
hermes online
yeezy boost 350
yeezy 700
kyrie irving shoes
kyrie irving shoes
goyard handbags
these details replica bags Read Full Article replica wallets Clicking Here replica bags from china
ОтветитьУдалитьclick to read g9z05v3z39 replica louis vuitton bag replica bags in uk official site q1i11i2x76 best replica designer bags zeal replica bags replica bags wholesale mumbai replica hermes handbags a9v73c3t93 7a replica bags meaning
ОтветитьУдалитьw6t71w0b01 x5t00d8w71 s7p57y1b06 o0o79n4k51 j3w13u9l79 g5z25x7e15
ОтветитьУдалить