29 ноября 2013

"ჩამოთრეულები"

"... და სთქვუა მეფემან: 
"აქ გაშენდება ქალაქი იგი სახელად ტფილისი...

და ტფილისი იქნება ურთიერთობა"

დედაქალაქის დაარსების ისტორიიდან 



მირზაანელი ნიკალას თვალით დანახული ტფილისი


ოთარ ჭილაძე წერდა: " ადამიანი კი არა ამ თბილისში ჯერ ძეგლი არ მდგარა თავის ადგილასო" მაგრამ ჭილაძე "ჩამოთრეული"  იყო.  ეგეც და ბევრი სხვა მისნაირი  თავის დროზე საიდღაციდან  ჩამოეთრივნენ და ეს კეთილშობილი ვაჭართა ქალაქი სოფლელთა თავშესაფრად აქციეს. ძნელია თბილისელობა -  მიატოვებ მშობლიურ ქალაქს, ჩამოხვალ, დამკვიდრდები, ყველაფერს გააკეთებ თბილისისათვის, და აი სწორედ მაშინ ამ რთულად შესაღწევ სოციუმში რომ უნდა მიგიღონ  შეიკრიბება ერთი ათი აზრზე მოსული თბილისელი, გაარჩევს და გეტყვის: "არა ტო, ეგრე არ გამოვა აგერ დაბადების ადგილად სხვა ქალაქი გიწერია, რას იზამ ძმაო თბილსელობა ძნელიაო, ძნელი" ... არადა მართალია, ძნელია აბა რა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა და პროვინციალიზმის უმაღლესი დონის ჩვენება. 

პროვინციალიზმის უმაღლეს დონეს კი ტფილისი ხშირად აჩვენებს, პირველ რიგში ეს აღდგომის დროს ხდება. აი ხუთშაბათ საღამოს "ჩამოთრეულები" თავიანთ ქალაქებში რომ გაიხეკებიან და დედა ქალაქს ათავისუფლებენ, სწორედ მაშინ დგება ყველა ჭეშმარიტი "კარენოისთვის" ნირვანა და განსხივოსნება. დედაქალაქში დარჩენილი  თითოეული ადამიანი თავს ვალდებულად თვლის ინტერნეტ სივრცეში რამე მსგავსი დაწეროს: 
-"აი ასეთი თბილისი მიყვარს მე <3 <3 <3 "
-"ძლივს ქალაქი  ქალაქს არ დაემსგავა? აუ ცოტა ხანი არ დაბრუნდეთ რა.. "
-"ბედნიერი ვსეირნობ ქალაქის ქუჩებში, როგორი სიწყნარე და სისუფთავე, როგორი ურთიერთობაა"
-"როგორც იქნა მარტონი დავრჩით მე და შენ, ჩემო ბაჯაღლოში ჩასმულო ბადახშო"
 ამ რამდენიმე მართლაც რომ ღვთიურ დღეს განსაკუთრებით  ამაყია ქალაქი და ტფილისელნიც განსაკუთრებული კმაყოფილებით წაატეხენ ხოლმე ხოხობს ფრთას :)


 თუმცა როგორც ბოლო დროინდელმა გამოკვლელებმა აჩვენა პროვინციალიზმი და პეროიზმი უფრო მეტად მაშინ იჩენს თავს როდესაც ქალაქს ახალი თავკაცი ყავს ასარჩევი. მაშინ იწყება თუ იწყება:

– თბილისური გარეგნობა არ აქვსო;
– სიტყვებს თბილისურად ვერა სწელავსო;
– გუშინ ჰა ჰა გუშინწინ ჩამოეთრიაო;
–  მტკვარზე ტივით არ უსეირნიაო;
– ორთაჭალა წითელ ღვინოს არ უსხამსო;
–  მაგის დაკრულზე ლურჯი ჩიტი არ ამოფრინდაო;
–  გასტრანამთან პივის სმა არ იცისო;
–   კამსამოლსკი ალეაზე სასისკი "ივერია" არ გაუტკაცუნებიაო;
– ჭრელ აბანოებში მექისეები ვერა სცნობენო;
– მთაწმინდიდან ბებერ ვერასთვის არ გადაუხედავს და "მთვარე რომ როგორ გიხდება ჩემი თბილის ქალაქო, შენ შემოგევლე" არ უღრიალიაო;
– ტფილისის ტკივილი არ იცის და პულსს ვერ უსინჯავსო.....  

ხალხნოოოო!! თქვენ თბილისის მერი თამადა ხომ არ გგონიათ პირში ბოლოკგარჭობილ გოჭსა და საცივში ჩაგდებულ ინდაურს შორის რომ ზის და ბრტყელ-ბრტყელებს აბრახუნებს. საქმე იკითხეთ თქვენ საქმეს ვინ გაგიკეთებთ ამ კარენნოი თბილისელებს თორემ ეზოში, ჭადრის ხის ძირას დომინოს ქვების ბრახუნი და "ბიჭი ერთი სანაპიროზე ჩაირბინე, პივა ამაიტანე რა"-ს ძახილი ჩემს მეზობელ სურიკას რომ გამოსდის, მაგასთან შედარებით კორკოტა დილეტანტია, აგრემც ნუ წარმიწყდება შვიდი თაობა თბილისელ წინაპართა ძვლები.


ნამდვილი ტფილისელი ვერელი გეორქ გეორქოვი <3
სახლის პატრონი... სახლის კი არა სახლების <3 
P.s. ამ კარენოობა-ჩამოთრეულობის თემაზე გიორგი ჯანელიძის ერთი ძველი ხუმრობა გამახსენდა და ბარემ მოგიყვებით: 
"მე ძალიანაც მაწყობს რომ პარლამენტი ქუთაისში გადმოვიდეს, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ დილით გამოვდივარ მე  ჩემი სახლიდან, ვხედავ მიშა მაჭავარიანს და დავით ბაქრაძეს და  ვამბობ:  "ფუუ, ჩამოთრეულები" 

8 комментариев:

  1. ეგ ის კარენოი თბილისელები არ არიან თბილისი და სუფრა რომ ეშლებათ?

    ОтветитьУдалить
  2. მე ვარ ხუთი თაობის თბილისელი.
    პრობლემაა რამე? :D

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)