"ცხოვრებაში მთავარია თვითირონია"
წესი N1 - არ დაგეგმო არაფერი
წესი N 2 - დაიცავი წესები
წესი N3 - კრიტიკულ სიტუაციაში დაარღვიე ყველა წესი
წესი N4- წესებს შორის კოლიზიის არსებობისას მოქმედებს მესამე წესი.
უნივერსიტეტი, რომ დავამთავრე, მაშინვე გადავწყვიტე - სამსახური მეძებნა. ძალიან მჭირდებოდა მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემს მიერ შედგენილ ცხოვრების გეგმაში, რომელიც 12 წლისამ შევადგინე შემდეგ პუქტად სწორედ ეს მოდიოდა - უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახური უნდა მომეძებნა. ჰოდა აბა გეგმას ხომ არ გადავუხვევდი? თანაც უნივერისტეტში ბევრ სიკეთესთან ერთად ისიც მასწავლეს - ყოველთვის მიაწექი პირველ ჩვენებასო.
ჰოდა არც გადავუხვიე და აღმოვაჩინე, რომ სწავლაზე რთული სამსახურის მოძებნა ყოფილა.
გასაუბრებებზე ხანგრძლივი სიარულის შემდეგ დადგინდა, რომ არსებობდა ერთი ისეთი კითხვა რომელსაც ყველა გასაუბრებაზე თუთიყუშებივით იმეორებდნენ - რატომ გინდათ ჩვენთან მუშაობა?
პირველ გასაუბრებაზე, რადგან ჯერ კიდევ გამოუცდელი კადრი ვიყავი, მოვაღე პირი და მთელი ნახევარი საათი ვილაყბე იმაზე, რომ მათ ორგანიზაციაში მუშაობა სასიკეთო იქნებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, გამოიწვევდა ეკონომიკის აყვავებას, ტურიზმის განვითარებას და მოკლედ თუ ნატოში არ შეგვიშვებდნენ, მაპს მაინც მოგვცემდნენ - მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი.
მეორე გასაუბრებაზე ტონი ცოტა შევარბილე, ნატო და ევროკავშირი აღარ მიხსენებია, მაგრამ ჩემი ქვეყნის სადიდებლად დროშები კვლავ ვაფრიალე და შევეცადე დამემტკიცებინა, რომ ის ულისე ვიყავი, რომელიც ბაღდადიდან კი არ გარბოდა, ყველანაირად ცდილობდა ბაღდადი ლონდონად ექცია. - არც ამ შემთხვევაში არ დამიჯერეს.
მესამე გასაუბრებაზე, ვინაიდან უკვე ცოტა გამოცდილება დამიგროვდა, გადავწყვიტე გვერდზე გადამედო სახელმწიფოზე მზრუნველის წამებული იმიჯი და მხოლოდ საკუთარ თავზე მეფიქრა. ამიტომ დიდხანს ვსაუბრობდი იმაზე თუ როგორ დაეხმარებოდა აღიშნული პოზიცია ჩემს შემდგომ პროფესიულ განვითარებას. მალევე მივხვდი, რომ სულ ტყუილად მიჭარტალებია ენა, ვინაიდან აღნიშნული პოზიცია ჩემს პროფესიას ოდნავადაც არ ეხებოდა.
მეოთხე გასაუბრებაზე გადავწყვიტე მაქსიმალურად გულახდილი ვყოფილიყავი და სრული გულწრფელობით მოვყევი ჩემი ბავშვობის გეგმების შესახებ. ისიც არ დამვიწყებია, რომ აღნიშნული პუნქტი თუ ჩამივარდებოდა, თავიდან მომიწევდა ამხელა გეგმის შედგენა, რაც არათანაზომიერად დიდ დანახარჯებს გამოიწვევდა. სამსახურში არ ამიყვანეს, თუმცა ყველას გულწრფელად შევეცოდე.
აი, მეხუთე გასაუბრებაზე კი გადავწყვიტე მაქსიმალურად ეგოისტი ვყოფილიყავი. განვაცხადე რომ მათთან მუშაობა იმიტომ მინდოდა რომ ფული მჭირდებოდა, ფული კი იმისთვის მჭირდებოდა, რონ 40 წლის შესრულების შემდეგ პრაღაში წავსულიყავი და იქ ბუკინისტური წიგნების მაღაზია გამეხსნა. გასაუბრება კრახით დამთავრდა, ვინაიდან მე და ერთ-ერთი გამსაუბრებელი ვერ შევთანხმდით იმაზე ბუკინისტური წიგნების მაღაზია უნდა გამეხსნა თუ ჩვეულებრივი წიგნების მაღაზია. პრინციპში იმას ვინ რას ეკითხებოდა?! თუმცა ეს რომ ვიკითხე შეხვედრების ოთახიდან გამომაგდეს... :(
ასე ჩაიარა მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და შემდგომმა და შემდგომმა გასაუბრებებმა. რაოდენობებს მკაცრად ვინიშნავდი, რადგან ჩემს ბავშვობის გეგმაში ისიც ეწერა რომ თუ 30 წარუმატებელი გასაუბრება მექნებოდა, ანუ 30-ჯერ არ ამიყვანდნენ სამსახურში ეს იმას ნიშნავდა რომ არასწორად ავირჩიე პროფესია და თავიდან უნდა ჩამებარებინა, რაც მე პრინციპში ძალიანაც მაწყობდა, ვინაიდან სწავლის პერიოდში ის მაინც იცი, რას მოითხოვენ შენგან.
მეჩვიდმეტე გასაუბრებაზე მკითხეს: 20 წლის შემდეგ როგორი გინდა რომ იყოო? მე ვუპასუხე, მინდა ისევ ვიღიმებოდე მეთქი. გირჩევ მიწაზე დაეშვაო- მითხრეს, მე კიდე გირჩევთ "მდგმური" წაიკითხოთ მეთქი - ვუპასუხე. ტუტუცი მიწოდეს, მართლებიც იყვნენ.
მაგრამ მალე გამოჩნდა ისიც. ჩემი საოცნებო პოზიცია :)
ეს რიგით ოცდამეხუთე გასაუბრება იყო. ძალიან ვღელავდი და რჩევა ჩემს ერთ მეგობარს ვკითხე, რომელმაც მითხრა რომ წარმატებული გასაუბრებისთვის მთავარი იყო ორი რამ:
1. ეპიტაჟურობა;
2. წინდები (?)
სანამ გონებაში გასაუბრებას, ეპიტაჟს და წინდებს ერთმანეთს ვუთავსებდი, ჩემს ნალოლიავებ პოზიციის გასაუბრებაზე ვაგვიანებდი, ამიტომ ჩემს წინ მიმავალ მსუქან ჯიპს ისეთი საშინელი სიჩქარით გადავუსწარი (მარჯვნიდან) რომ სასურველ პოზიციაზე არა, მაგრამ ლამის ტრავმატოლოგიურში კი მოვხვდით მე და მისი მძღოლი.
ის მსუქანი ჯიპი სწორედ იმ უწყების წინ გაჩერდა, სადაც მე მივდიოდი და იქიდან ისეთი არსება გადმოვიდა, მე რომ რეჟისორი ვყოფილიყავი დორიან გრეის როლზე ულაპარაკოდ დავამტკიცებდი.
..... რისი იმედი უნდა მქონოდა, როდესაც გასაუბრებაზე მიმავალმა დიდი სისწრაფით გადავუსწარი (თანაც მარჯვნიდან) სწორედ იმ ჯიპს, რომელშიც იმ დეპარტამენტის უფროსი იჯდა, რომელში მუშაობასაც ამ გასაუბრების წყალობით ვაპირებდი?
ამას მაშინ მივხცდი როცა სწორედ იმ ოთახიდან გამოვიდა ტელეფონზე სალაპარაკოდ რომელშიც გაუსაბრება ტარდებოდა და ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ოთახში არც დაბრუნებულა. (ასეთი თანამდებობის პირებს როგორც წესი ტელეფონზე იშვიათად ურეკავენ, მაგრამ როცა ურეკავენ, საუბარი დიდხანს გრძელდება)
..... და როდესაც გაისმა ისევ ეს ტრიუმფალური კითხვა – რატომ გინდათ ჩვენს სისტემაში მუშაობა?
მივხვდი, რომ დასაკარგი მაინც არაფერი მქონდა, ამიტომ: – "თქვენი დეპარტამენტის უფროსი მომწონს ძალიან " მეთქი, თუმცა თავს დავდებ ეს ჩემი ნათქვამი სიტყვები არ იყო, ეს ალბათ უფრო ჩემმა ქვეცნობიერმა თქვა, ასე იყო თუ ისე HR-ის უფროსმა ისეთი სახით შემომხედა თითქოს ის მოსწავლე ვყოფილიყავი, რომელმაც სულ ახლახანს გაამხილა თუ რა სარგებლობა მოაქვს მამალს. შემდეგ კი ისე, ჩემკენ საერთოდ რომ არ გამოუხედავს, მკაფიოდ თქვა – შემდეგი!
რა უნდა მექნა, სახლში დავბრუნდი და სწორედ იმ დროს ჩემს მეგობარს რომ ვლანძღავდი ამგვარი რჩევის მოცემისთვის, ის კი მიმტკიცებდა რომ ამ რჩევაში მთავარი მეორე ნაწილია და მხოლოდ სულელი თუ იფიქრებს რომ ეპიტაჟურობა წინდებზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამ დროს დარეკეს.
წარმოდგენა მიჭირდა – ამიყვანეს.
მეორედან მეხუთემდე ....
წვრილ წელზე მსხვილ ქამარ შემორტყმულმა თანაშემწემ ჩემი თავი რომ წარუდგინა, მან სწორედ იმ ღიმილით გამიღიმა, რომელიც ამბობდა - " შენ ის გოგო ხარ, გუშინ რომ საშინლად დაარღვია მოძრაობის წესები" არადა მეგონა ამ ქალაქში ასე გადარეულივით მარტო მე არ დავდიოდი. მერე თავი ოდნავ დამიკრა, - შევხვდებითო - მითხრა და ლიფტიდან გავიდა. ჩემი ცხოვრებაზე დაწერილ წიგნში ეს მომენტი შევა, როგორც ყველაზე ამაღელევებელი მგზავრობა მეორედან მუხეთე სართულამდე.
Everybody lies...
ყველა იტყუება, მითუმეტეს დორიან გრეის გარეგნობის მქონენი. ასე რომ მისი ბოლო სიტყვებიც ტყუილი აღმოჩნდა, ამას მაშინ მიხვდი, როდესაც ორი დღის შემდეგ სამსახურში მისულმა გავიგე რომ ის სასწავლო მივლინებით გაემგზავრა ერთ-ერთ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანაში, როგორც ამბობენ დროებით, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ არაფერია ისეთი მუდმივი, როგორც დროებით.....
P.s. რაღა დამრჩენია? ვზივარ ახლა ჩემს ნანოლიავებ სამსახურში, ამ პოსტს ვწერ და თავ–ბედს ვიწყევლი რა ჯანდაბამ დამაწერინა ჩემს გეგმაში, რომელიც 12 წლისამ შევადგინე, რომ პრაღაში ბუკინისტური წიგნების მაღაზიის გასახსნელად სწორედ 40 წლის ასაკში უნდა წავსულიყავი?! მე ხომ არასდროს მიყვარდა ბალზაკი?!

გემრიელად ვიცინე :)
ОтветитьУдалитьორპუნქტიანი რეცეპტი მომეწონა ძალიან და შემდგომი დაზუსტება, მთავარი მეორე პუნქტი იყოო :))
ასეთ ტექსტებს დილაობით ვკითხულობ ხოლმე. პირველ ფინჯან ყავას ვაყოლებ, მაგრამ დილამდე რა მოითმენდა :)
კარგია, რომ წერ, ჰექსუს ^_^
ჰო, თან ისიც მე უნდა მიმხვდარიყავი, რომ მთავარი მეორე პუნქტი იყო, თორემ ორიგინალში ეგ მეორე პუნქტი ნამდვილად მეორე პუნქტად იყო დასახელებული :დ
Удалитьმთავარს ბოლოს ამბობენ ხოლმე :)
Удалитьამ შემთხვევაში უფრო ეპიტაჟმა გაჭრა ვიდრე წინდებმა.. სავარაუდოდ...
Удалитьრატომ ქმნი პანიკას? თქვა შევხვდებითო, ხომ არ უთქვამს სად და როდისო?
ОтветитьУдалитьარ მევასება ისტორიები ცუდი ფინალით, არადა თავიდან სახალისოდ დაიწყო :D
საერთოდ არ არის ეს ცუდი ფინალი.
Удалитьჯერ მე4ზე ვარ ჰმმმმ ანუ ყველაფერი წინაა :\ :D
ОтветитьУдалитьანუ წინ საინტერესო მოგზაურობა გელის :)
Удалитьმაგისტრატურა წელს დავამთავრე და მაშინვე სამსახურის ძებნას შევუდექი.მართალია შენსავით გეგმა არ მქონდა წინასწარ შედგენილი, მაგრამ სწავლის დასრულება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპის დასრულებად აღვიქვი და ამიტომ მომდევნო ეტაპზე მოვინდომე გადასვლა. მალევე აღმოვაჩინე, რომ თურმე ამისთვის მარტო მონდომება არ კმარა :) ჩემი პროფესიით კარიერის აწყობასთან დაკავშირებით აგებული "კოშკები" მალევე დამემსხვრა. ამჟამად ყველაფერს ვეტანები, რასაც კი სამსახურის დაწყების "სუნი ასდის", თუმცა ესეც ჯერ-ჯერობით სულ ამაოდ. მართლა ვერ ვხვდები ხშირ შემთხვევაში რას ითხოვენ, რა პასუხი უნდათ რომ მიიღონ დასმულ შეკითხვებზე და ვერც მათი გამომეტყველებით ვგებულობ სწორად ვუპასუხე თუ არა. ცოტაც და ხელის ჩაქნევის ეტაპზე გადავალ :)
ОтветитьУдалитьხელის ჩაქნევა ყველაზე ცუდი რამ არის რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს
Удалитьგაცილებით უკეთესი ამ ყველაფერს იუმორით შეხედო, ისე როგორც მე მოვიქეცი :)
tory burch outlet
ОтветитьУдалитьlacoste shirts
fitflops sale clearance
swarovski outlet
hollister clothing
hollister shirts
tory burch outlet
ralph lauren shirts
hermes birkin
cheap mlb jerseys
coach outlet
christian louboutin shoes
michael kors outlet
michael kors wallet
cheap nike shoes sale
michael kors outlet
adidas shoes
ralph lauren uk
nike air force 1
ray-ban sunglasses
longchamp outlet
vans outlet
snapbacks wholesale
cheap nhl jerseys
michael kors handbags outlet
ralph lauren outlet
fitflops clearance
fred perry polo shirts
adidas trainers
cheap soccer jerseys
michael kors outlet
ferragamo shoes
lacoste polo shirts
chrome hearts eyewear
ray ban sunglasses
czq20160725
The article was great, I accidentally saw it and I was really attracted to it, hoping it would be well known. This post is very useful, I admire the author, hope you will succeed in the next post, I will continue to follow your post.
ОтветитьУдалитьcá koi mini, abcya for kids, friv Games for kids 2019, jogos io 2019
kyrie 6
ОтветитьУдалитьmoncler outlet
jordan shoes
golden goose outlet
yeezy boost 350 v2
off white hoodie
yeezy 380
jordans shoes
curry 7 sour patch
kyrie shoes
air jordan shoes
ОтветитьУдалитьyeezy 700
giannis shoes
nike lebron shoes
off white clothing
jordan shoes
supreme
supreme hoodie
kd shoes
adidas yeezy
look at this site https://www.dolabuy.co you can look here replica gucci read what he said Dolabuy Hermes
ОтветитьУдалить