დიდი ხანია მინდა ქაფიან აბაზანაში ჩავწვე და ერთი საშინელი ისტორია მოგიყვე მკითხველო, შენზე ახლობელი აბა ვინ მყავს?! ჩემი ყველაზე დიდი შიშის შესახებ ვაპირებ მოყოლას, ასე ალბათ არასდროს არავის და არაფრის შემშინებია, ბასკერვილების ძაღლს თუ არ მივიღებთ მხედველობაში...
არ მახსოვს პირველად როდის შემეშინდა მისი. გარეგნულად მშვიდი და უშფოთველი ჩანდა, დაუფიქრებლად რომ მიენდობი კაცი. პირველი იმას რომ იფიქრებ მის მკლავებში უცილობლად დიდ სიმშვიდეს ვნახავო. პირველი დიდი და პანიკური შიში მაშინ მოვიდა, როცა გავაცნობიერე რა მარტივად შეეძლო ჩემი მოკვლა. აი ასე იმ თავის ძლიერ მკლავებს ყელზე შემომხვევდა და გამგუდავდა. მერე ალბათ გამიშვებდა, რაღად ვუნდოდი უსულო და ცივი.. არ ვიცი საიდან მომივიდა ეს აზრი თავში, მაგრამ როგორც კი დავინახე პირველი ის ვიფიქრე, ჩემი მოკვლა უნდა მეთქი.
ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე იყო. ჩვეულებრივი მოკლე კაბა მეცვა, ჩვეულებრივად გადატყავებული ფეხებით და ყელზე მოხვეული კაშნით ვიჯექი და ერთ იაპონურ მოთხრობას ვკითხულობდი. მოკლედ დიდად არაფრით გამოვირჩეოდი, მაგრამ მისი ყურადღება რატომღაც სწორედ მე მივიქციე.. ისეთი დიდი პროფესიონალი იყო, გამოუცდელ გოგოებს შორი მანძილიდანვე ცნობდა...
ჩემ წინ შეჩერდა და თავიდან რაღაც ტკბილის ღუღუნს მოყვა.. ისეთს ქვეყანაზე არსებულ ყველა შიშს რომ დაგავიწყებს, მისკენ მიჩოჩებას, გადაჯდომას, მიახლოებას რომ მოგანდომებს.. წელს ზევით შიშველი სირინოზები რომ იტყუებდნენ გემის გამოცდილ კაპიტნებს სალი კლდეებისკენ ზუსტად ისე მოვჯადოვდი მეც.. ამით გათამამებულმა გაბედა და ჩემკენ ერთი მოზრდილი ნაბიჯი გადამოდგა.. პირველად მაშინ ვიფიქრე თუ მომიახლოვდა უეჭველად მომკლავს მეთქი, საშინელი სისწრაფით გადავხტი უკან და იმ ხმაზე ვიკივლე ჩემი აჩქარებული გულის ბაგა-ბუგი რომ გადამემალა, მაგრამ ვერ გადავმალე. მაშინვე უკან დაიხია, იმაზე უფრო უკან წავიდა, ვიდრე მანამდე იყო ოღონდ არა იმიტომ რომ ჩემი კივილის შეეშინდა. პირიქით, ჩემი რეაქცია მოეწონა კიდეც, ეტყობოდა ყელში ჰქონდა ამოსული ის სულელი გოგოები, დაუფიქრებლად რომ ნებდებოდნენ მის მკლავებს და გაუბრძოლებლად იღუპებოდნენ... დიდი გაიძვერა მკვლელი იყო... ასეთმა შეშინებამ მიახვედრა რაოდენ დიდი სიამოვნება იქნებოდა ჩემი მის წიაღში შეტყუება.
და იმის მაგივრად მაშინვე სახლში გამოვქცეულიყავი, დავმშვიდდი თუ არა ისევ წინ ჩამოვუჯექი. არ ვიცი რა მინდოდა, რისი იმედი მქონდა, მჯეროდა რომ თავად დაიხევდა უკან? რატომ ვითომ? თავის ტერიტორიაზე იყო, ჩეულ ფორმაში, ფრთხილი და მოზომილი თვალებით მიყურებდა და ასეთ თამამსა და ძლევამოსილს მოკლე კაბითა და გადატყავებული ფეხებით რომ დავსკუპებოდი წინ, თვალებზე იაპონური მოთხრობების წიგნაფარებული - კარგს რას ველოდი ნეტავ?
ერთ ხანს არაფერი უთქვამს, იჯდა და ჩუმად მიყურებდა. თავი წიგნში მქონდა ჩარგული მაგრამ ზუსტად ვიცი სწორედ ჩემს დაგლეჯილ მუხლებს და დახეთქილ ტუჩებს ათვალირებდა, თან რაც შეიძლება ხარბად.. და ამ თავხედური მზერისგან სახე რომ ამეწვა ოდნავ შეტორტმანდა და წინ წამოწევა გაბედა.
- არ გაინძრე - წავიჩურჩულე მე - არ მომიახლოვდე - დავამატე უფრო ჩუმად იმის სულელური იმედით რომ თითქოს შემეძლო მისთვის საზღვრები მომეხაზა და იმავე საზღვრებში დამეტოვებინა.
კიდევ ნახევარი ნაბიჯი გადმოდგა წინ, რა თქმა უნდა არ შემხებია, მაგრამ ასე მეგონა მაჯაზე დამეტაკა ისე ამიჩქარდა პულსი, მერე მკვეთრად დაიხია უკან რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა და ეს ისე სწრაფად გააკეთა თითქოს ჩემი მაჯაც თან წაიყოლა, რომელიც მის ხელში მეგონა მოქცეული.
- მოდი ჩემთან - მითხრა უცერემონიოდ და მკლავები გაშალა, თითქოს ზუსტად იცოდა რაზეც ვფიქრობდი.
-მეშინია
- ნუ გეშინია
-არ მინდა
-როგორ არა..
-არ ვიცი..
-მე ვიცი...
თითიც არ დაუკარებია, საერთოდ არ შემხებია, მიუხედავად ამისა მთელ სხეულზე მის უხეშ და თბილ მკლავებს ვგრძნობდი. თან რომ გეფერება და თან უსაზღვრო ტკივილს გაყენებს. ამას იმდენად მძაფრად ვგრძნობდი, დარწმუნებული ვარ მართლა რომ შემხებოდა ასეთ შეგრძენებებს ვერ გამოიწვევდა.. დავინახე როგორ მწვდა და თავისკენ მიმიზიდა, ვგრძნობდი როგორ ფარავდა ნელ-ნელა ჩემს სხეულს, წინააღმდეგობის გაწევას რა აზრი ჰქონდა? გამქცევი აქამდე უნდა გაქცეულიყო.. თმას მიშლიდა და მირევდა, ყელში მკოცნიდა.. უფრო მლოშნიდა, სასიამოვნო იყო, მერე უფრო სასიამოვნო.. მერე უკვე სულის შემხუთველი, სხეული მიდუნდებოდა და ფეხები არ მემორჩილებოდა.. არადა სულ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე სამშვიდობოს ვიქნებოდი, თუმცა სად უნდა წავსულიყავი? ოთხივე მხარეს ის იყო.. მოცული ვიყავი მისით, დატყვევებული და გაშეშებული. მაინც გავბედე და რაღაცამ მთელი ხმით იკივლა ჩემში - გამიშვი!
თვალები გავახილე, ტუჩები ისე მქონდა დაჭმული სისხლი მდიოდა, თმის ძირები დაჭიმულობისგან მტკიოდა.. ჩემ წინ იჯდა. სრულიად უშფოთველი და აუღელვებელი. არაფერი მომხდარა, უბრალოდ მომელანდა.. იცოდა რაც მომელანდა და ისიც იცოდა მართლა რომ მინდოდა, ის რაც მომელანდა. ამიტომ ახლა უფრო მშვიდი და თავდაჯერებული იყო. შინაგანად რაღაც მახრჩობდა, ერთიანად ვკანკალებდი, თუმცა ალბათ არა სიცივისგან.
მერე არ ვიცი, როგორ მოხდა ყველაფერი.. თითქოს ერთ წამში, თითქოს ფეხის წვერებზე შემდგარი მომეპარა, შემომიარა და ისე რომ არც შემხებია ჩემი მზისფერი შარფი ამწაპნა.. საზიზღარი ქურდი...
მერე ფეხზე ვდგავარ, მოკლე კაბა ძალიან ცდილობს და ვერაფრით ვერ მალავს ჩემს გადატყავებულ მუხლებს, ფეხის წვერებზე ვიწევი და მგელზე გამოდევნებული წითელქუდასავით ვკივი: დამიბრუნე, ახლავე დამიბრუნე...
-თუ ასე გინდა მოდი და წაიღე - მეუბნება და მზისფერ შარფს ერთი ხელიდან მეორეში ათამაშებს..თან ჩემს მუხლებს უყურებს ისევ ხარბად..
-შარფი დამიბრუნე მეთქი - ფეხებს ვაბაკუნებ
-თუ გინდა გაგიცვლი კაბაში.. მაინც ვერაფერს გიმალავს
-ქურდო..- ვკივი და ლოყები მეფაკლება, ვინც ასე ოსტატურად მოახერხა შენთვის შარფი აეწაპნა, მისთვის კაბის გახდაც ადვილი იქნება.. ალბათ..
ბრაზდება, აბა რა იქნება ასეთი დახვეწილი რეციდივისტი წვრილმან ხულიგნად, შარფების ჩვეულებრივ ქურდად მონათლეს. ჩემკენ იწევს, ცოტაც და შემეხება, უკან ვიხევ, მერე გავრბივარ, ვვარდები, ვდგები და ისევ გავრბივარ უკან მოუხედავად.
ჩემი შარფი მასთან დარჩა, ახლაც მასთან არის. შარფი და წიგნიც - იაპონური მოთხრობები სიკვდილზე.
P.s. აი ასეთი მძაფრი და საშიში სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან მე და ზღვას....
რა მანძილზეც არ უნდა ვიჯდე სულ მგონია, რომ ნაპირს გამოცდება და თავის უსასრულო წიაღში შემითრევს, თან ისე რომ ხმის ამოღებასაც ვერ მოვასწრებ.
მაგრამ მიუხედავად ამისა, წავალ, წამოვალ, მაინც წინ უნდა დავუსკუპდე..
ერთხელაც, აუცილებლად მომკლავს...
P.s. აი ასეთი მძაფრი და საშიში სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან მე და ზღვას....
რა მანძილზეც არ უნდა ვიჯდე სულ მგონია, რომ ნაპირს გამოცდება და თავის უსასრულო წიაღში შემითრევს, თან ისე რომ ხმის ამოღებასაც ვერ მოვასწრებ.
მაგრამ მიუხედავად ამისა, წავალ, წამოვალ, მაინც წინ უნდა დავუსკუპდე..
ერთხელაც, აუცილებლად მომკლავს...
Au p .s.-mde saertod sxva ragac megona :))))))))
ОтветитьУдалить:) :)
Удалитьერთხელაც, აუცილებლად მომკლავს...
ОтветитьУдалитьარ გემუქრება არანაირად არადა და თუ მე დამიჯერებ უფრო მეტად არ დაგემუქრება ;)
ჰოდა შესაფასებელია.
Удалитьროდის უფრო არ გემუქრება ზღვაში დახრჩობა? როცა ცურვა იცი თუ როცა ცურვა არ იცი?
პარადოქსია მაგრამ ალბათ უფრო მაშინ როცა ცურვა იცი, ნუ თუ სპეციალურად წყალში არ გადაგაგდეს :)
ანუ ზღვაზეა მოტხრობა?
ОтветитьУдалитьრაზე გეგონა? :)
Удалитьხო შეიძლება ფეხებზე ან ცაზე ყოფილიყო?
Удалитьან იაპონურ მოთხრობებზე, მართალი ხარ :))
Удалитьშენც გეშინია ესე იგი? :)) გხიბლავს მაგრამ გეშინია? :))
ОтветитьУдалитьუი კი, პანიკურად :))
Удалитьყველაფერს ველოდი ზღვის გარდა :)
ОтветитьУдалитьგამაოცე <3
ვხვდებოდი რომ რაღაცას ეძღვნებოდა და მოუთმელლად ველოდი და უცებ ზღვაო
ბრავისიმო გოგონი
აჰა მე კი ვცდილობდი რომ ადვილი მისახვედრი არ ყოფილიყო, ის რასაც ეძღვნებოდა
Удалитьდა მგონი რომ მიზანს მივაღწიე. :)))
წარმოიდგინე რომ ზღვა პოსტს კითხულობს,ეღიმება ულვაშებში :დ ( თუ ტალღებში) და ფიქრობს "скоро лето детка " :)
ОтветитьУдалитьკარგი იყო, ზღვას არ ველოდი :)
აჰა
Удалитьზღვა კითხულობს და გულში ფიქრობს
Summer is comming :)
ჩემია არ დაგითმობ :-)
ОтветитьУдалитьვის? :)))
Удалитьთავიდან ბიჭი მეგონა, მერე მალევე მივხვდი რომ სხვა რაღაც იყო, მერე ქარი ვიფიქრე და ბოლოს ზღვა აღმოჩნდა... :)) ძალიან მომეწონ კარგი იყო <3
ОтветитьУдалитьთავიდან მეც ბიჭი მეგონა, მერე ზღვა აღმოჩნდა ;)
Удалитьსად არის ახალი პოსტები?
ОтветитьУдалитьიქნება თაა, აუცილებლად იქნება ;)
Удалитьoff white
ОтветитьУдалитьyeezy 380
lebron 16
cheap jordans
jordan shoes
bape
kyrie irving shoes
kobe shoes
hermes birkin
yeezy