ანუ ქალები ჩემი ქუჩიდან...
პოსტი დაწერილია პოსტ Boys from my street -ის ანალოგიით..
"ხოლო მეზობლის ლამაზი ქალი წაეკიდება ცეცხლივით კიბეს.."
"ხოლო მეზობლის ლამაზი ქალი წაეკიდება ცეცხლივით კიბეს.."
- number 1
პირველი ქალის მშობლიური ქუჩის ადგილსამყოფელი ზუსტად არავინ იცის, ის ჩემი ქუჩის ბოლოს მდებარე მაღაზიაში მუშაობს. იმის თქმაც არავის შეუძლია დაზუსტებით, ზუსტად როდიდან. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალია, თუ დეტალებზე ჩაციკვლის პარანოიით არ ხართ შეპყრობილი, ვერც კი შეამჩნევთ. არადა, რომ იცოდეთ რა მარტივი შესამჩნევია ...
უნდა ვაღიაროთ პირველი შეხედვისას ნამდვილად უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ. ვერაფრით მიხვდებით რატომ, მაღაზიიდან გამოსული დიდხანს იფიქრებთ ამაზე, ბოლოს როგორც იქნა გაიხსენებთ, რომ ამის მიზეზი მისი ზედა ტუჩია. დიდი, ბუთქუნა, ლამაზი ტუჩები აქვს ნაკერით დამშვენებული ზედა ტუჩით. ოფიციალური ვერსიით იგი მას მრავალი წლის წინ გადატანილი ავტოკატასტროფის შედეგად დარჩა სახსოვრად. მაღაზიის წინ მდგარი უსაქმურები კი ამაზე უფრო გემრიელ, უფრო უხამს და საოცრად პიკანტურ ვერსიას მოგიყვებიან, რომელსაც თქვენ აუცილებლად დაიჯერებთ.
ნებისმიერი ქალი ამგვარი ნაირევის ყველა შესაძლო ხერხით დამალვას ეცდებოდა. ეს კი არათუ მალავს პირიქით აშიშვლებს, დღის სინათლეზე გამოაქვს თავისი შეუცვლელი გამჭვირვალე პომადებით. ლაპარაკისას ისე გამოკვეთილად და გამომწვევად თრთის ნაკერი, რომ სურვილი გიჩნდებათ სალაპარაკოდ რაც შეიძლება დიდხანს გაუჩერდეთ, წინ ჩამოუჯდეთ და უყუროთ ხარბად, ფართოთ გახელილი თვალებით. ამ დროს სრულიად არ აქვს მნიშვნელობა რაზე ილაპარაკებს, მთავარია ტუჩები მოძრაობდნენ. და თუ მისი ტუჩებიდან მხედველობის გადატანა მოახერხეთ მის გამჭვირვალე კანსაც შეატყობთ ცისფერი სისხლძარღვები რომ ელანდება და გრძელ ფრჩხილებზე გადასმულ უფერულ, გამჭვირვალე ლაქსაც..გამჭვირვალეობა, როგორც ჩანს მისი საფირმო ნიშანია.
.. და მაღაზიის დახლთან მდგარს თითის წვერებზე აწევა და მისი კაბის ქვეშ ჩახედვა რომ შემეძლოს, ალბათ შიდა თეთრეულიც ზუსტად ასეთი გამჭვირვალე იქნებოდა, სადა, ზედემტი მაქმანების გარეშე... თუმცა ეს სრულებით არ არის მთავარი, მთავარი ტუჩებია, რომლებიც ისე გამომწვევად მოძრაობენ, სურვილს ბადებენ სულ მოძრაობდნენ .. გაუჩერებლად..
.. და მაღაზიის დახლთან მდგარს თითის წვერებზე აწევა და მისი კაბის ქვეშ ჩახედვა რომ შემეძლოს, ალბათ შიდა თეთრეულიც ზუსტად ასეთი გამჭვირვალე იქნებოდა, სადა, ზედემტი მაქმანების გარეშე... თუმცა ეს სრულებით არ არის მთავარი, მთავარი ტუჩებია, რომლებიც ისე გამომწვევად მოძრაობენ, სურვილს ბადებენ სულ მოძრაობდნენ .. გაუჩერებლად..
მოკლედ, ჩვეულებრივი ქალია, დილით ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გადმოდგება აივანზე და თითის წვერებზე შემდგარი კაბას ჩამოხსნის თოკიდან...
უფრო სწორედ, ალბათ ეს ასე იქნებოდა, მე რომ მის წინ მდგარ კორპუსში ვცხოვრობდე...
უფრო სწორედ, ალბათ ეს ასე იქნებოდა, მე რომ მის წინ მდგარ კორპუსში ვცხოვრობდე...
- number 2
ყოველთვის ერთი და იმავე ქუჩის ერთსა და იმავე კაფეში მხვდება. ყოველთვის შავი კაბები აცვია და დიდი, გრძელი ტყავის წითელი კლატჩი უჭირავს. ტყავზე მეტად მისი წითელი მანიკური ბზინავს. ყოველთვის ერთნაირი ფინჯნიდან სვამს ყავას. თეთრი ფაიფურის ფინჯნები, რომლებზეც წითელი პომადის კვალი ვარდისფერ ლაქად რჩება. სანთებელა არასდროს აქვს, არ სჭირდება, ყოველთვის გამოჩნდებიან მისი ძუძუების სიდიდით შეშფოთებული მამრები, რომლებიც თავ - პირს დაამტვრევენ ერთმანეთს ცეცხლის წასაკიდებლად ... სიგარეტისთვის. ჰოდა მასაც რა ენაღვლება?! ზის, ფეხი ფეხზე გადადუდია, წითლად შეღებილ ფრჩხილებს მაგიდაზე არაკუნებს, ირგვლივ შანელის Allure Sensuelle-ს სურნელს აფრქვევს, ყავის ყოველ მოწრუპვაზე თითო ნაფაზს არტყამს და ყოველი მეორე ნაფაზის დარტყმაზე სისხლით სავსე ტუჩებზე პომადას იმატებს. დაჯდომისას ძუძუებს მაგიდაზე ისე ალაგებს როგორც უტყუარ მტკიცებულებას, რომლის წარმოდგენის შემდეგ კამათი აზრს კარგავს. ერთი შეხედვით კურტიზან ქალს ჰგავს, არადა თბილისის ყველაზე უჟმურ შენობაში მუშაობს ყველაზე სერიოზულ თანამდებობაზე. ჰგონია რომ მე ეს არ ვიცი, ამიტომაც არის ასე თამამად რომ მიფრიალებს თავის ფართო თეძოებს ცხვირწინ. მიყურებს და მეუბნება ვიცი ვინც ხარ და აქ რატომაც ზიხარო. მე კი არ მიყვარს სულელად რომ მთვლიან, მაგრამ ვგიჟდები თავის მოსულელებაზე. ახლა მოდაშია მიამიტ სახიანი, გაფართოებულ თვალებიანი და გაოცებისგან ოდნავ პირდაღებული გოგოები. ჰოდა, მეც მოდას მივყვები. წამწამებშეღებილი გეიშასავით ვუზივარ წინ, თვალებს ვუფახულებ და შოკოლადის ტორტის მსუყე ლუკმებს ვიტენი პირში, რომელთაც მისი ძუძუების გემო აქვს...
უფრო სწორედ, ალბათ ასეთი გემო ექნებოდა, მე რომ მისი ძუძუები გამესინჯა..
- number 3
მესამეს ქალს ძნელად თუ დაარქმევდით. გამხდარი იყო, ზედმეტად თხელი.. სიფრიფანა კაბები ეცვა, გრძელი თმები ჰქონდა, შუაზე გაყოფილი, უკან შეკრული, ფეხზე უბრალო სანდლები ეცვა, თხელ სახეზე დასკუპებული უზარმაზარი სათვალით და უფერულ წიგნებით ახუტებული მუდამ მელანქოლიური სახით მიმოდიოდა ჩემს ქუჩაზე. აი გინახავთ ქალები, გაჩენის დღიდან იმას რომ უჩიჩინებენ სრული არარაობები ხართო? ზუსტად ასეთი იყო, თუმცა ჯერ მხოლოდ 16 ან 17 წლის იქნებოდა. მოკლედ სრული უფერულობა ასეთი გემრიელი პოსტისთვის, თუმცა ამ პოსტში ადგილის პოვნას შარშანდელ ზაფხულს უნდა უმადლოდეს, თუ რა თქმა უნდა უნდა უმადლოდეს.
შარშან ბოლოჯერ ვიჯექი ველოსიპედზე, მთელი სიჩქარით მოვქროდი დაღმართზე, დროდადრო ხელებს ვუშვებდი საჭეს, თვალებს ვხუჭავდი და ყურში აღრიალებულ მუსიკას ვყვებოდი. სწორედ ამ დროს შევეჯახე, უფრო ზუსტი ტერმინი თუ გნებათ, პირდაპირ გეტყვით, - გადავუარე. ძლიერი ბიძგი ვიგრძენი, თვალები რომ გავახილე უკვე ძირს ეგდო.. თეთრი კაბა ეცვა, მტვერში ამოგანგლული. გული შემიღონდა, თავიდან სისხლი მეგონა, მერეღა მივხვდი თეთრ კაბაზე გაფუთქული წითელი ალუბლები ეხატა. თუმცა პირველ რიგში თვალში მაინც სითეთრე მომხვდა, არამქვეყნიური სითეთრე იყო.. გონს უცებ მოეგო, წამოხტა, წიგნები მოკრიბა, სათვალე იქვე დატოვა, ბოდიშითო - წაილუღლუღა და წავიდა.
ტრუსიკი არ ეცვა, უთეთრესი ბარძაყები და ვარდისფერი კერტები ჰქონდა..
უფრო სწორედ, ალბათ ვარდისფერი კერტები ექნებიდა, მე რომ მისი კერტებიც მენახა..
P.s. პოსტში აღწერილი ქალები რეალურია, თუმცა ნუ სთხოვთ ავტორს გაგაცნოთ ისინი.
მათი ვინაობა მკაცრად კონფიდენციალურია.
Beautiful! მაგარი ხარ :-)
ОтветитьУдалитьდვორსკი <3
ОтветитьУдалитьმესამეში 16 წლის რატომ არის?
ОтветитьУдалитьპედოფილიაში არ დაგდონ ბრალი გეშინია?
:D
ეს არის მხატვრული ნაწარმოები და მე არაფერზე არ ვაგებ პასუხს :D :D
Удалитьწერე რა ჰექსს
Удалитьწერე :(
ბევრი კარგი პასაჟი გაქვს, ზოგადად ეს ეროტიული თხრობა ძაან მომხიბლავია ყოველთვის და მომგებიანი, იმიტომ რომ ეპატაჟურია დღევანდელი ქართული ჯუნგლების პირობებში. თუ სწორად არის გადმოცემის სტილი შერჩეული, ხომ ძალიან სასიამოვნო საკითხავია, პლუს ძალიან რთულია შექმნა ეროტიკული სახეები, გადმოცემა, ტიპაჟები და ავტორის სუბიექტური დამოკიდებულება - რთული გასაკეთებელია.
ОтветитьУдалитьრატომღაც მგონია, რომ მესამე მოიგონე ( ნუ, თუ ყველა გამოგონილი არაა, რა თქმა უნდა). მეორეც მეყალბა ადგილ-ადგილ. პირველი ქალი ყველაზე რეალურია და შენი დამოკიდებულებაც მის მიმართ ყველაზე ბუნებრივი. მე ვფიქრობ მახინჯი, ვულკანივით ცხელი და უფერული უბრალოდ მრავალფეროვნებისთვის დაგჭირდა, რომ ფსევდო-ლესბი სურათი ხაზგასმით და ცალსახად შემდგარიყო.
არის ზედმეტობები, მაგალითად ძუძუების გასინჯვა და მათი გემო, ცისფერი სისხლძარღვების მოლანდება, გაფუთწული ალუბლები, რომელმაც ზედმეტი ფერი შესძინა ამ სურათს, ვარდისფერი კერტები, რომელსაც სექსი უნდა მოეტანა, მაგრამ ვერ..
თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, ფრაზა" დაჯდომისას ძუძუებს მაგიდაზე ისე ალაგებს როგორც უტყუარ მტკიცებულებას, რომლის წარმოდგენის შემდეგ კამათი აზრს კარგავს" ერთ პოსტს უდრის.
საბოლოო ჯამში კარგია. პირველი ქალი ძალიან მომეწონა.
ზოგადად შენეული ეროტიკის აღქმა მომეწონა, ის ზედმეტობები კი რაც შევნიშნე, ვფიქრობ ძალით, ხელოვნურად მოიყვანე, ემოციის გასამძაფრებლად.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემო მოკრძალებული სუბიექტური აზრით, რომელიც შეგიძლია ძალიან მარტივად დაიკიდო :)
დიდი მადლობა თაკო :))
Удалитьრაც შეეხება გმირების ნამდვილობა-არანამდვილობას. ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს თუმცა პოსტში აღწერილი ქალები მაინც რეალურნი არიან, რაც თავისთავად არ გამორიცხავს უტრირებას და დეტალების დამატებას. :)
თავიდან ისეთი სახით და განწყობით დავიწყე მეგონა არ მომეწონებოოდა...სულ სხვანაირი განწყობით დავამთავრე ;დ
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა მშვენიერი კომპლიმენტისთვის ;)
Удалитьერთი სულის მოთქმით იკითხება. ძალიან კარგი პოსტია.
ОтветитьУдалитьqihang0613chanel handbags
ОтветитьУдалитьralph lauren uk
abercrombie outlet
tory burch outlet online
true religion sale
toms outlet
coach outlet
oakley sunglasses sale
cheap oakley sunglasses
oakley sunglasses
chanel outlet
oakley sunglasses
cheap jordans
michael kors outlet online
oakley sunglass
tory burch handbags
christian louboutin sale
air max 95
ray ban uk
coach outlet
gucci outlet online
burberry sale
hollister clothing
tory burch shoes
toms shoes
coach outlet online
air max 90
pandora jewelry
rolex watches
cheap jerseys
ray ban outlet
coach factory outlet
true religion
michael kors bag
ray bans
michael kors bags
q
I accidentally saw your post and it attracted me from the first few seconds, it was excellent, hope you have more successful posts. I like this post because it contains a lot of useful information to read, maybe everyone will like me.
ОтветитьУдалитьfriv 4 math games, jogos para crianças, friv 4 school math games 2019, cá koi mini
jordan 1
ОтветитьУдалитьgiannis antetokounmpo shoes
supreme
lebron shoes
yeezy boost 350
golden goose
supreme
golden goose outlet
yeezy
kd12