29 апреля 2014

ეს პოსტი ჰექსეს არ დაუწერია


რას ვიფიქრებდი ასე თუ მოხდებოდა?!
უმარტივესი ცხოვრება მქონდა. 
9-დან 6-მდე; 6-დან 12-მდე 12-დან 3-მდე 3-დან 9-მდე..

ჩვეულებრივ წიგნებს ვკითხულობდი სქელ ყდიანს,  ჩვეულებრივ ჩაის ვაღმერთებდი ჟასმინის, ჩვეულებრივ ნამცხვრებს ვუკვეთავდი საყვარელ კაფეებში, შაბათობით ჩვეულებრივ მეძინა  შუა დღემდე   და მერე მომაბეზრებლად დიდხანს ვიფერადებდი ფრჩხილებს და ტუჩებს.. არაჩვეულებრივად. 

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი უცებ აირია. ცხოვრებას აქვს ჯადოსნური  უნარი მოგაჩვენოს, თითქოს ყველაფერი ძველებურად გქონდეს, თან შეუმჩნევლად თითო გომბეშო ჩაგიგდოს ოთახში. შენც აგრძელებ ცხოვრებას  ძველებურად,   ერთ დღესაც  კი ამჩნევ რომ  გომბეშოებში ზიხარ, რომელთაგანაც (ზუსტად იცი) რომ არც ერთი არ იქცევა პრინცად..
აი ასე,  ნელ-ნელა,  ნაბიჯ-ნაბიჯ და საფუძვლიანად გართულად ჩემი უმარტივესი ცხოვრება, ახლა ის ყველაზე მეტად კაზინოს მაგონებს. 

ვზივარ და არ ვიცი, როდის თენდება, როდის ღამდება, რომელი საათია,  კვირის რომელი დღე,  წელიწადის რომელი სეზონი.  არ ვიცი და არც აქვს მნიშვნელობა დიდად. ისიც არ ვიცი კიდევ თუ დარჩა სიცოცხლე  ფანჯრებს მიღმა, მითუმეტეს რომ ამ კაზინოს საერთოდ არ აქვს ფანჯრები. იქნებ ყველანი იმსხვერპლა წარღვნამ? ჩვენ კი დავრჩით გადარჩენილნი... თუმცა რა აზრი აქვს ასეთ გადარჩენას? არაფერია ირგვლივ. მხოლოდ მძაფრი კვამლი,  აზარტისგან არეული სახეები და უსასრულობა. 

არადა რამდენი დრო გავიდა.. რამდენი ხანია ღამეულ ისტერიკას არ შევუპყრივარ, ერთი ზარით ლოგინიდან არ წამომიყრია მეგობრები და ისინიც ღამის პერანგებით არ გამოცვენილან  ჩემთან.. რამდენი ხანია იმ სამზარეულოში აღარ დავმსხდარვართ, სადაც ყველა პრობლემა გვარდებოდა, ქრებოდა და  აზრს კარგავდა. ახლა  კი  ნელ-ნელა სიტყვები კარგავენ  აზრს, სიგარეტი  კი - ძველებურ გემოს. 

ჰმ.. რამდენი ხანი გავიდა?

იცით, როდესაც კაზინოში ხართ არ იცით რომელი საათია და უკვე ყველაფერი წააგეთ, ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. დასასრული მაშინ დგება როდესაც ხვდებით, რომ  თქვენს წასაყვანად იმ კაზინოში არავინ მოვა - არავინ გააკეთებს თქვენს საქმეს, არავინ გადაიხდის თქვენს ვალებს და ბოლო-ბოლო ვერავინ მოკვდება თქვენს მაგივრად. 


ჩემი მეგობარი ამბობს ბლოგს ასეთი სისულელეებით ნუ ავსებო. უკვე გაგაცანით ჩემი მეგობარი? ის ფსიქოლოგია - დეპრესიას ალკოჰოლით მკურნალობს და  მტკიცედ სწამს, რომ .. კარგით, ეგ  სხვა დროს იყო. 

ამ ყველაფერის დაწერა კი ნამდვილად  აქ ჯობდა, იმიტომ რომ როდესაც ამას მეგობრებს ვწერ - მათ ჰგონიათ, რომ ჩემი ექაუნთი გატეხეს, ან ჩემს ლეპტოპთან ვიღაც ზის და  ბოროტად ხუმრობს. ეს მათ აღელვებთ და  მაშინვე  ხმის კანკალით მირეკავენ იმის გადასამოწმებლად - ნამდვილად დაცულია თუ არა ჩვენი საუბრები. ამ ტექსტის რელევანტურობაშიც შეეპარებათ ეჭვი, ასე რომ ამ პოსტს ( რომელსაც თუ შეამჩნიეთ არც ორიგინალური სათაური აქვს, არც ეპიგრაფი და არც პოსტ სკრიპტუმი ექნება) ასე მოვაწერ ხელს: 

ეს პოსტი ჰექსეს არ დაუწერია. 



13 комментариев:

  1. არადა, ზუსტადაც რომ ჰექსეს ოქროს სტანდარტით დაწერილი პოსტია.

    რა დღეში ხარ :((

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ჰექსეს ოქროს სტანდარტები.
      მოლიი <3

      Удалить
  2. ეს პოსტი ჰექსეს არ დაუწერია.

    ОтветитьУдалить
  3. Cách làm mặt nạ trái cây Bơ rất giàu dinh dưỡng trong bơ có chứa các vitamin có tác dụng rất tốt với da chúng ta. Cách thực hiện như sau, bạn lấy quả bơ chính, nghiền nhỏ rồi đắp lên mặt.
    Tinh dầu bưởi có tác dụng gì ?Cũng áp dụng cách làm như trên bạn có thể làm một ngày 2 lần để có hiệu quả tốt nhất. Tinh dầu bưởisẻ kích thích da đầu, mọc tóc nhanh hơn.
    trị sẹo thâm bằng dầu dừaTrong dầu dừa có chứa chất béo giúp chống oxi hoá và bảo vệ da, có công dụng rất tốt trong việc trị sẹo thâm do tia ngoại tử gây ra.
    Cách làm tinh dầu bưởi Muốn lấy lơp tinh dầu đó ta chổng đích lọ xuống thì phần dầu bưởi sẻ ở phía đích lọ.
    Cách làm kem trộn trắng da toàn thânThông thường thì bạn nên bôi kem trộn trắng da toàn thân vào buổi tối trước khi đi ngủ, có tác dụng thay thế loại kem dưỡng trắng da ban đêm bạn hay dùng.
    thực phẩm giúp tăng cường trí nhớĐể có một trí nhớ tốt bạn cần phải chăm sóc bản thân thật chu đáo. Những loại hoa quả hằng ngày trong tủ bếp nhà bạn có tác dụng tăng cường chức năng của não bộ và thậm chí còn phòng ngừa nguy cơ mất trí nhớ.
    Kem chống nắng cho da mặt loại nào tốtSài Gòn với hai mùa mưa nắng, mùa mưa thì không sao, nhưng với mùa nắng, cái nắng gây gắt sẽ làm da chúng ta đen sạm đi.
    cách chăm sóc vùng kín phụ nữThoa dầu ô liu vào phần da thâm đen và massage nhẹ trong 15 phút.
    cách làm đẹp vùng kínĐây là 1 trong số những mẹo hay có tác dụng trị thâm vùng kín an toàn nhất, bởi dầu oliu có các thành phần tự nhiên rất nhẹ nhàng,
    làm cách nào để trị thâm vùng kínBên cạnh đó cũng cần phải vệ sinh cô bé đúng cách, để tránh các bệnh phụ nữ nhé. Ngoài những cách ở trên ra thì bạn cũng có thể sử dụng các loại kem trị thâm vùng kín tại siêu thị online megavita.
    Nằm mơ thấy rụng răng là điềm gì Theo thống kê, mơ thấy răng bạn bị rụng là loại giấc mơ phổ biến nhất. Kịch bản chung là răng bạn bị vỡ vụn trong lòng bàn tay bạn hoặc răng bạn rơi từng chiếc chỉ sau một cái tát nhẹ.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)