27 мая 2014

ის ქალი

"ეს თუ მე ვიცოდე, 
მაშინ ღმერთებმა მომივლინონ უფრო საშინელი სიკვდილი, 
ვიდრე ის,  რომლითაც ყოველ დღე ვკვდები"





მაშ ასე, განვაგრძოთ ბოლო პოსტის ფრაზიდან:

"უკვე გაგაცანით ჩემი მეგობარი? ის ფსიქოლოგია, დეპრესიას ალკოჰოლით მკურნალობს და მტკიცედ სწამს  რომ ...   100 პროცენტიანი ჰეტეროსექსუალები არ არსებობენ.   ახლა ის ჩემთან ერთად ჩვენი საყვარელი სახლის სახურავზე დგას და მთელი არსებით  სწყევლის იმ დღეს, როცა ჩემი ამ თეორიაში დარწმუნება დაიწყო. ცუდი გულშიც კი  არაფერი გაუვლია,  უბრალოდ ფიქრობდა, რომ ჩემი ბისექსუალური ფანტაზიები საინტერესო იქნებოდა, აბა რას წარმოიდგენდა, რომ ავდგებოდი და   მაინცდამაინც მის  გოგოს ავუჟუჟუნებდი თვალებს, უსირცხვილოდ.

დიდხანს და ხმაურით უკიდებდა სიგარეტს, სანამ არ მიხვდა რომ  პირში უკუღმა ედო. პირიდან გამოუღებლად ისროლა ქვემოთ და მაშინ  გამიელვა თავში პირველად,   რომ შესაძლოა ერთადერთი ადამიანი ვყოფილიყავი დედამიწის ზურგზე,  რომელსაც სახურავიდან გადაყრილი სიგარეტების ბედი ანაღვლებდა.

- მაშ ასე, გისმენ ჰექს!

კარგად ვიცოდი, რაც უნდოდა  და მეც დანაშაულზე წასწრებული   პატიოსანი ბრალდებულივით დავიწყე იმის მოყოლა თუ:   როგორ გავაყოლე თვალი მის აფრიალებულ კაბას, როგორ დავუსხი ჩაი, როდესაც ის თავის ტუშიან წამწამებს ჩემს ხელსახოცზე იწმენდდა, როგორ თანაბრად და მშვიდად მოძრაობდნენ მისი გრძელი ფეხები საქანელაზე, როგორი გემო ჰქონდა მის კანს საფერთქლებთან, როგორ იხდიდა თავის მაღალ ქუსლიან იისფერ ფეხსაცმელს, როგორი ხმით ტკაცუნობდა მისი გარტერის ქამარი და როგორ...

- ეგ არ მაინტერესებს ჰექს!

დამნაშავე ვიყავი და  უნდა მეღიარებინა, მაგრამ  ვერაფრით ვიხსენებდი მოტივს.  
ახლაც არ მესმის რა მინდოდა იმ გაჩხიკულ გოგოსთან? შეგეხედათ მაინც რას გავდა, ან როგორ იქცეოდა?  მუქი შინდისფერი პომადა სქლად ესვა ტუჩებზე, თვალები   ეგვიპტის ფარაონითი  ჰქონდა  ჩაშავებული, ტანზე მოტმასნული მაისურები და  ფრიალა, დაწინწკლული ბოლოკაბები ეცვა.   ფრჩხილებს უაზროდ  უკაკუნებდა მაგიდას, ლიფის ბრეტელებს გამომწვევად ატკაცუნებდა,  ყავის ნალექს ჭიქის ფსკერიდან ლოკავდა და რაღაცას ბოდავდა იუნგისეულ კოლექტიურ არაცნობიერზე.
მე კი ვეჯექი წინ  პირზე შეყინული გულგრილი ღიმილით, ვსვამდი მისი კანისფერ  კაპუაჩინოს და თავში მხოლოდ ერთი აზრი მომდიოდა:  " რა ვულგარიზმია!"

- არც ეგ მაინტერესებს ჰექს!

და აი მეხუთე სიგარეტიც რომ გადავარდა ჩვენი საყვარელი სახლის სახურავიდან, მაშინ გავბრაზდი სწორედ სასტიკად: ჯანდაბამდე გზა ჰქონია იმ გოგოს. რა ჯანდაბად მინდოდა საერთოდ?! ან  რა ჩემი ბრალია?!  მან დაიწყო -  თავისი უხეში და ვულგარული კომპლიმენტებით ჩემს თმებზე, თვალებზე, ტუჩებზე და მერე უფრო ქვემოთ და ქვემოთ. ვინ ვინ აცდუნა  ამის გარკვევას  მისის ჰადსონის მდგმურებიც კი ვერ მოახერხებენ ალბათ.  იცი?  ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში ყველაფერი გაცილებით მარტივად არის. იქ ქალია მაცდუნებელიც, მომხიბვლელიც, მომაჯადოებელიც, მომნუსხველიც. მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ორივე ქალია -  ერთნაირად ამობურცული მკერდით და ტუჩებით,  თითქმის ერთნაირად მომრგვალებული თეძოებით და სრულიად განსხვავებული ... 

-რა გინდა ჰექს?
-ვანილის ნაყინი შოკოლადის ორცხობილებით
-ჩემი გოგოსგან რა გინდა მეთქი ჰექს?

P.s. და პასუხი ამ კითხვაზე იხილეთ პოსტის ეპიგრაფში. 
:)

62 комментария:

  1. იეჭვიანა იმ გრძელფეხებიანმა და ფრიალაკაბიანმა :) აი, იმან, სახურავზე რომ იდგა ჰექსესთან ერთად :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ძიახ, ერთ-ერთი გემრიელი ვერსიით - იეჭვიანა ;)

      Удалить
  2. სტილი შეიცვალე ჰექს?! ძალიან ჩაიხლართა.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არა, არა მგონია :)
      ჩახლართვა საინტერესოა
      და თუ ჩაიხლართა ე.ი. მიზანი მიღწეულია ;)

      Удалить
  3. მე მგონი, საუკეთესო პოსტია, რაც კი შენს ბლოგზე წამიკითხავს, ჰექს )

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. :)) მიხარია ძალიან
      და გავითვალისწინებ ტერა ;)

      Удалить
  4. "როგორ იხდიდა თავის მაღალ ქუსლიან იისფერ ფეხსაცმელს, როგორი ხმით ტკაცუნობდა მისი გარტერის ქამარი და როგორ...

    - ეგ არ მაინტერესებს ჰექს!"

    ადამიანი არ ხარ ჰექს?
    ყვება ადამიანი რაღაცას, დაასრულებინე რა :უსერ:

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დაახლოებით ვიცი, რასაც ყვებოდა და მერე მოგიყვები თუ გინდა ;)

      Удалить
    2. მწერლობის მარადიული დილემა: ყველაფერს მოვყვეთ თუ მკითხველის წარმოსახვასაც დავუტოვოთ ადგილი )))
      თუმცა ჰექსე ისე გემრიელად ჰყვება, არც მე ვიქნებოდი წინააღმდეგი, ბოლომდე მომესმინა )))

      Удалить
    3. ნუ მწერლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ არა, არ უნდა მოვყვეთ. მკითხველის წარმოსახვას უნდა მივცეთ გასაქანი :)))


      დექს, რთული წარმოსადგენი იყო რა მოხდებოდა შემდეგ?! ;)

      Удалить
  5. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  6. არ ვიცი ჰექსს შენი დილემები და იდუმალებები.
    რაღაცის წერას თუ იწყებ, მიყევი ბოლომდე
    თუ არა და დაწერე ჩიტებზე და პეპლებზე. :D :D :D :D

    ОтветитьУдалить
  7. It's great, wish you success in the next blog, this is a post that we all should read at least once. I would love to keep track of your posts, it is really a useful source of information, wish you success.
    Jogo para criança, io games for school, cá koi mini, jogo 360 2019

    ОтветитьУдалить
  8. Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also 먹튀검증

    ОтветитьУдалить
  9. Very good topic, similar texts are I do not know if they are as good as your work out. These you will then see the most important thing, the application provides you a website a powerful important internet page: 먹튀사이트

    ОтветитьУдалить
  10. I definitely enjoying every little bit of it and I have you bookmarked to check out new stuff you post 메이저놀이터

    ОтветитьУдалить
  11. This is such a great resource that you are providing and you give it away for free. I love seeing blog that understand the value of providing a quality resource for free 토토사이트

    ОтветитьУдалить


  12. 현재 수많은 온라인바카라사이트가 운영되고 있습니다.
    하지만 다 같은 바카라사이트가 아닙니다.
    무리하게 첫충전을 주고 쿠폰을 난발하여 유저를모아
    제대로 된 바카라사이트운영을 하지않고 먹튀 바카라사이트 를 운영한다 해도 무방합니다.
    메리트카지노

    ОтветитьУдалить
  13. I have been checking out a few of your stories and i can state pretty good stuff. I will definitely bookmark your blog 토토사이트

    ОтветитьУдалить
  14. Anyway I’ll be subscribing on your augment or even I success you access constantly quickly. 파워볼사이트

    ОтветитьУдалить
  15. If possible, please visit my website as well. Thank you. 토토사이트

    ОтветитьУдалить
  16. "Thanks for sharing your info. I really appreciate your efforts and I am waiting for your next write ups thanks once
    again." 슬롯사이트

    ОтветитьУдалить
  17. I was recommended this web site by way of my cousin. I’m now not certain whether or not this put up is written by means of him as nobody else know such designated about my difficulty. You’re incredible! Thanks! 퍼스트카지노도메인

    ОтветитьУдалить
  18. Hello there! Quick question that’s completely off topic.
    Do you know how to make your site mobile friendly? My website looks weird when viewing from my iphone.
    I’m trying to find a template or plugin that might
    be able to resolve this issue. If you have any recommendations, please share.
    Thank you!

    website:카지노


    ОтветитьУдалить
  19. Congratulations on your article, it was very helpful and successful. c829b40b84e1e643814026762eac6c4d
    numara onay
    website kurma
    website kurma

    ОтветитьУдалить
  20. Thank you for your explanation, very good content. 65518e3757d92149ed7c5ee7d979b285
    altın dedektörü

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)