30 июня 2014

ქალი მკაცრად შეკრული კაბით

".. და ყველა შენი ცოდვა ვარ ახლა, 
და არა ერთი იმათთაგანი.."

მთავარი პრინციპი ხომ გახსოვთ?! განვაგრძოთ ბოლო პოსტის ფრაზიდან:

" პატიოსანი ბრალდებულივით დავიწყე იმის მოყოლა თუ: როგორ გავაყოლე თვალი მის აფრიალებულ კაბას, როგორ დავუსხი ჩაი, როდესაც ის თავის ტუშიან წამწამებს ჩემს ხელსახოცზე იწმენდდა, როგორ თანაბრად და მშვიდად მოძრაობდნენ მისი გრძელი ფეხები საქანელაზე, როგორი გემო ჰქონდა მის კანს საფერთქლებთან, როგორ იხდიდა თავის მაღალ ქუსლიან იისფერ ფეხსაცმელს, როგორი ხმით ტკაცუნობდა მისი გარტერის ქამარი ..."


გარტერის ქამარი - ეს არ არის ქართული სიტყვა, ქართულად წვივსაკრავი ჰქვია.  ეს რა თქმა უნდა მე ვიცი, თუმცა ერთადერთი მიზეზი რის გამოც აქ გარტერის ქამარს ვწერ, ის არის, რომ ჩემს რედაქტორს მოვუშალო ნერვები.  უკვე ვხედავ კიდეც, როგორ ნერვიულად ჩაჭყლეტს კბილებს შორის გაჩხერილ სიგარეტს და ბურტყუნით გადახაზავს ამ სიტყვას. რედაქტორები... ყოველთვის ერთსა და იმავე რამეზე ბუზღუნებენ და როგორც წესი ერთნაირები არიან, თუმცა როცა მათზე ვფიქრობ მახსენდება რომ არსებობდა  გამონაკლისი  - ის ერთი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება,  არადა მე რედაქტორების  მეტი რა მყოლია?! უმეტესობას ჩემი გრძელი ენა და მოკლე კაბები აღიზიანებდა, ზოგიერთს ჩემი "დაშაქრული" ენა არ მოსწონდა, ზოგი ცინიკოსად მთვლიდა, ზოგი თავხედ ბავშვად, ყველა ერთად კი გრამატიკის სრულ უცოდინარობაში მდებდა ბრალს.   აბსოლუტურად მართლები იყვნენ, თუმცა ყველა ერთიანად და ცალ-ცალკე,  თავიანთი მომაბეზრებელი მენტორული ტონითა და წითლად აჭრელებული ხელნაწერებით,  ფეხებზე მეკიდა.  მაინც ყოველთვის ისე ვწერდი, როგორც მეწერინებოდა. 

მახსოვს, გაზაფხულის საღამო იყო, სრულებითაც არა მშვიდი. დამღლელი ორშაბათი დღის მომქანცველი საღამო. ერთ-ერთი კუთხის კაფეში ვიჯექი, როცა ის შემოვიდა - ქალი მკაცრად შეკრული კაბით. ხელში ხელნაწერები ეჭირა, თმა სადად ჰქონდა გადავარცხნილი, არანაირი სამკაული, არც მაკიაჟი, მგონი სათვალეც კი არ ეკეთა.  მსუბუქად ამღვრეული თვალები  და მაღალი შუბლი ჰქონდა. კაბა კი ისე მკაცრად იყო შეკრული, სრულ თავისუფლებას აძლევდა ფანტაზიას. 

სულ რამდენიმე წუთით იჯდა ჩუმად, მერე კი საბედისწერო სიტყვებიც გაისმა:

"შენ მშვენივრად წერ, ჰექს!"

...  და აი სწორედ ის მომენტი, თუ ვინმეს აინტერესებს, როდის  დაიწყო დასასრულის დასაწყისი.

არასდროს გადაუსვათ ხელი ბუხრის წინ ნებიერად გაწოლილ გაზულუქებულ კატას! იმიტომ რომ რაც უფრო მეტს მოეფრებით,  უფრო მეტად დაიჯერებს, რომ   მისი ცხოვრების მთავარი  მიზანი ამ ბუხრის წინ ნებიერად გდება და თვლემაა.  შემდეგი თვეები სწორედ ასე გავატარე:  ბუხრის წინ ვიწექი  და ვთვლემდი, იშვიათად ვწერდი: ძირითადად სისულელეებზე.  მას კი ყველაფერი მოსწონდა .. ყველაფერი ერთნაირად ამაღელვებლად და საშინლად გემრიელად  ეჩვენებოდა. კრიტიკა შეწყდა, მხოლოდ სითბო,  მოფერება და  ვარდისფერი ბურუსი, რომელშიც სულ უფრო ღრმად და ტკბილად  ვეხვეოდი. 

ვიღუპებოდი, კარგად ვიცოდი რომ ვიღუპებოდი, მაგრამ ისე  ლამაზად და სასიამოვნოდ,  წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. 

სუიციდისკენ მიდრეკლიება ჩემს რედაქტორსაც ახასიათებდა.  თითქმის ყოველ კვირა თავს იკლავდა,  თუნდაც იმით რომ სოციალურ ქსელებიდან ქრებოდა და ტელეფონს თიშავდა. ყოველთვის უკან ბრუნდებოდა, ამიტომ არასდროს ვღელავდი. უკანასკნელად რომ წავიდა, აღარ დაბრუნებულა.  დავრჩი  ბუხრის წინ ნებიერად გაწოლილი და იმაში საბოლოოდ დარწმუნებული რომ მართლაც მშვენივრად ვწერდი.  ამ ბოლო მოსაზრებას ჩემი შემდგომი რედაქტორები დაუნანებლად ანადგურებდნენ. 

ახლაც იმ კუთხის კაფეში ვზივარ.   ახლაც  ჭკუას ვკარგავ იმ ჟოლოიან ნამცხვარზე და სრულიად არ ვდარდობ ჩემს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ რედაქტორზე.  არ ღირს იმ ადამიანებზე დარდი, ვინც  წარუშლელი კვალი  დატოვეს თქვენს ცხოვრებაში. ვინც უცნაურად  გამოჩნდნენ  და შემდეგ მურაკამის ქალებივით ასევე უცნაურად  გაუჩინარდნენ, მაგრამ გამოჩენიდან გაუჩინარებამდე მოასწრეს და დაგარწმუნეს, რომ  მშვენიერები ხართ. 

 ჩემი ახლანდელი რედაქტორი კი, რომელიც  ყველაზე მეტად "1001 დალმატინელის" კრუელას მაგონებს, ამბობს რომ პოსტში ერთი დიდი ტყუილი აუცილებლად  უნდა იყოს, მკითხველის გასართობ-გასაწვალებლად.   და სწორედ მისი გულის მოსაგებად ეს პოსტი ამ სტანდარტის დაცვით არის დაწერილი. ერთი დიდი ტყუილი, რომლის ამოცნობა არა მგონია ვინმეს დიდად გაუჭირდეს. 


P.s. ტყუილი ყველგან შეიძლება იყოს. 
ეძებეთ ის გაბოლდებულ ფრაზებსა და სტრიქონებს შორის. 


13 комментариев:

  1. სუიციდისკენ მიდრეკილება როგორც ჩანს გადამდებია : (

    ОтветитьУдалить
  2. კარგი რედაქტორი დიდი ფუფუნებაა. ძალიან კარგი რედაქტორი - დიდი საფრთხეც :მოლიროტერდამელი:

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან კარგი რედაქტორი კარგი რედაქტორისგან იმით განსხვავდება, რომ კვალს, სამხილებს და თითის ანაბეჭდებს არ ტოვებს.
    აი, პუარო რომ ეუბნება ჯეპს, მე რომ დანაშაული ჩამედინა, იმასაც კი ვერ მიხვდებოდით, რომ დანაშაული, საერთოდ, მოხდაო.
    დაახლოებით ასე )
    ხოლო გერმანული უნდა დავივიწყოთ, თუ, მაგალითად, ფრანგულის ან იტალიურის სწავლა გვინდა )

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. რა დამავიწყებს გერმანულს?! :((

      ძალიან კარგი რედაქტორი კი თითი ანაბეჭდებს არ ტოვებს - ეს მართალია ))

      Удалить
  4. replica bags wholesale india Web Site w8z21z9v62 replica bags 168 mall replica bags in bangkok hermes replica i0l57j8s11 replica ysl bags australia replica bags forum check here h5o11e4x70 replica bags aaa quality

    ОтветитьУдалить
  5. replica bags prada Recommended Site j3c30v3g62 joy replica bags review 7a replica bags meaning replica gucci c3c30j4v61 replica bags online uae you could check here i6d64z9j95 cheap designer bags replica replica bags wholesale mumbai

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)