03 октября 2014

წიგნი, რომელმაც რუტინა დაარღვია


იშვიათად ვწერ წიგნებზე, მინდა მათზე ჩემზე  კომპტეტენტურმა ხალხმა წეროს. წესის დარღვევას არც ახლა ვაპირებ, მე მხოლოდ  წიგნის პრეზენტაციაზე მოვყვები. 

უამრავი წიგნის  პრეზენტაციაზე ვყოფილვარ, ამ სიტყვის ყველაზე არა გადაჭარბებული მნიშვნელობით. თითქმის ზეპირად ვიცი მათი განრიგი: როგორც წესი 7 საათზე იწყება, ხალხი რვის ნახევრისკენ იმატებს, მიკროფონთან ერთმანეთს ცვლიან  გამომცემელი, ავტორი, მთარგმნელი, ორი-სამი კომპეტენტური პირი, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი ზემოთ ჩამოთვლილთა მეგობრები.  ისმის გრძელი პასუხები კითხვებზე:  თუ საიდან დაიწყო ყველაფერი, როგორ გაჩნდა წიგნის  იდეა, როგორ მივიდა ის რედაქციამდე, როგორ გადაწყდა მისი გამოცემა.  მწერლის მოლოდინები, იმპრესიები, სამომავლო გეგმები, ტორტი, ღვინო, შამპანიური უამრავი მადლობა და გრძელი რიგი ავტოგრაფისთვის...  უამრავ პრეზენტაციაზე ვყოფილვარ .. ასეთზე პირველად ვიყავი. 

02 ოქტომბერს წიგნის მაღაზია "ლიგამუსში"  ბექა ადამაშვილის წიგნის "ბესტსელერის" პრეზენტაცია შედგა, სადაც ყველაზე თვალშისაცემი ხალხის საოცარი სიმრავლე იყო. დამსწრეთა უმრავლესობისთვის აქამდეც ცნობილი იყო ავტორის მახვილი ენისა და საოცარი იუმორის გრძნობის ამბავი,  თუმცა წიგნის წარდგენამ და ავტორის შესავალმა სიტყვამ მათ მოლოდინებსაც კი გადააჭარბა.   საღამოს დასრულებისთანავე მომინდა  აღნიშნული პრეზენტაცია ვინმეს აეკინძა და ახალ წიგნად გამოეცა. 

წიგნის შეძენის სურვილი  კი პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც ის ჯერ კიდევ არ არსებობდა, როდესაც ერთი პატარა ლიტერატურული ჯოჯოხეთის რუკა იყო და საოცარ ინტერესს ბადებდა რა შეიძლება გამოსულიყო ამისგან, თუმცა ასეთი გემრიელი, მოკლე, მარტივი და საშინლად სასაცილო  შესავლის შემდეგ წიგნის შეძენის სურვილი იმ შემთხვევაშიც გაგიჩნდებოდათ თუ "ლიგამუსში" შემთხვევით მოხვედრილი სტუმარი ბრძანდებოდით  და  აქამდე ავტორის არც ერთი პოსტი არ წაგეკითხათ. 



"ხოლო გაამართლებს თუ არა ბექა ადამაშვილის წიგნი სახელს და იქცევა თუ არა ის ბესტსელერად, ამას დრო გვიჩვენებს" - ასე უნდა დაესრულებინა რომელიმე ჟურნალისტის მიბნედილ  ხმას სიუჟეტი ჟანრის კანონის თანახმად, მაგრამ წიგნის ავტორი სწორედ ასეთ კლიშეებს ებრძვის, პოსტის ავტორს კი დიდად არ უყვარს ბესტსელერად ქცეული წიგნები, ასე რომ სახელის გამართლებისგან დამოუკიდებლად წიგნმა (უფრო სწორედ კი მისმა პრეზენტაციამ) უკვე გააკეთა მთავარი - დაარღვია პრეზენტაციებზე გამეფებული რუტინა. 


9 комментариев:

  1. I would love to keep track of your posts, it is really a useful source of information, wish you success. It's great, wish you success in the next blog, this is a post that we all should read at least once.
    jogo 360 online, jogos para crianças, io games 2019, cá koi mini

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)