01 ноября 2014

მარიტა და მარგო



მარიტა ვირზე უკუღმა არ შეუსვამთ, არც ქუჩა-ქუჩა უტარებიათ ტალახის სასროლად და არც ვინმე შეჰყვარებია თავდავიწყებით, მეტიც ეს სახელი მას შემთხვევით ერგო ბებიისგან, რომელიც თავის მხრივ ჯიბრში ჩაუდგა სიძეს: ვიღაც „გაბოზებული ფრანციცელი კარალევას“ სახელი როგორ უნდა დაარქვაო შვილს. ასე რომ დაარქვეს მარიტა - ლამაზი და უბედური იქნებაო. მარიტამ კი სრულიად არ გაამართლა ბებიის იმედი - არც ლამაზი  იყო და არც მაინცდამაინც უბედური ეთქმოდა. ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო რა.   საღამოს ჩაის ჭიქაში ყოველთვის ორ ნაჭერ  ლიმონს აგდებდა და მთელი ცხოვრება ლოცვასავით იმეორებდა - ღმერთო ისე ნუ მაცხოვრებ, ბოლოს „პროფილში“ მოსაყოლი გამიხდესო.  

ამ დროს კი ნაცემი და უძილობით გატანჯული ამური ისევ დასაკითხად მიჰყავდათ ჯალათებს და ათროლებული ხელით ნაწერ სასიყვარულო ბარათებს უწყობდნენ ცხვირწინ.  შენ დაწერეო? არაო - ესეც ზლუქუნებდა, მართლა არ იყო მისი დაწერილი.  სად მოიცლიდა მაგის საწერად?  მთელი დღეები ერთი მიყრუებული სახლის სახურავზე ეძინა და ღამით კი  კამათელს აგორებდა იმავე სახლის წინ შეკრებილ ადგილობრივ ჯიბგირებთან.  რომც  მოეცალა რაღა დროს სასიყვარულო ბარათების წერის დრო იყო? (თუ ჩემი ძმა ხარ რა) .. აგერ პროფილში კითხვაზე „ყველაზე რომანტიკული რამ რაც საყვარელი ქალისთვის გაგიკეთებიათო?“ ბიჭმა უპასუხა სიგარეტი გამიტანია ღამის 3 საათზეო და ამ სიტყვებზე ნახევარი ქალაქი აღრიალდა. 

მარიტაც ტიროდა.. ტიროდა იმიტომ რომ ზუსტად იცოდა რა ცოტანიღა იყვნენ ასეთები დარჩენილნი. აუხდენელი ოცნებების და სიგარეტის მოკლებით გამოწვეული სიმწარეც ზუსტად იცოდა. მთელი თავისი ცხოვრება თეთრი ღამეების ნახვაზე ოცნებობდა და სხვას რომ ვერაფერს აკეთებდა ღამეებს თეთრად ათევდა და გამთენიისას ბოლო სიგარეტის ბოლს იმ  მწარე იმედსაც ატანდა იქნებ კიდევ დარჩნენ ღამის სამ საათზე სიგარეტის მომტანი ბიჭებიო?!  მართალია რომანტიზმი მკვდარი იყო იმ ქალაქში, მაგრამ სასიყვარულო ბარათებს მარიტა მაინც იღებდა....

ბარათები იყო გრძელი. სუსტი,  თხელი თითებით ნაწერი და გაჟღენთილი შუასაუკუნის ყალბი რომანტიზმით. მარიტას მაინც მოსწონდა.. მარგოსაც. მარგო მისი უმცროსი და იყო, სასიყვარულო ბარათების კითხვაში გრძელ ნათელ ღამეებს რომ უმოკლებდა და გათოშულ ფეხის თითებს უთბობდა. ის რომ დაიბადა ბებია უკვე სკამაოდ  მოტეხილიყო სიძესთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების გასამართად,  ამიტომ „იმ გაბოზებული ფრანციცელი კარალევას“ სახელი საბოლოო ჯამში მას ერგო. –„მესამე დაც რომ გვყოლოდა იმას ალბათ მოირას დაარქმევდნენო“ - ამბობდა მარიტა და თავად ეხუტებოდა მოირას ვნებით  დას.

ისევ თეთრად თენდებოდა. ჯალათების ხელში მოხვედრილი ამური გულისწამღებად ზლუქუნენდა არა იმიტომ ჩაუდენელს რომ აბრალებდნენ, უარესიც დაუბრალებიათ, უფრო ის სწყინდა ადგილობრივ ხულიგნებთან თამაშს რომ არ აცლიდნენ. „პროფილშიც“ ერთი და იმავე ხალხი ცვლიდა ერთმანეთს, ქორწინდებოდნენ და შორდებოდნენ, პოულობდნენ და კარგავდნენ. და მარგოს კალთაში მთვლემარე მარიტა ცდილობდა როგორმე წარმოედგინა დამწერი იმ ბარათების მის უმცროს დას თხელ თითებში რომ ჩარჩენოდა. 

მარიტა ვირზე უკუღმა არ შეუსვამთ, არც ქუჩა-ქუჩა უტარებიათ ტალახის სასროლად და არც ვინმე შეჰყვარებია თავდავიწყებით, მეტიც ჩვენს დროს ამგვარი რამეები უბრალოდ აღარც კი  ხდებოდა... 

8 комментариев:

  1. Are you blacklisted? Struggling to get a personal loan? Has your application been DECLINED due to Low Credit Score? Over COMMITTED? Affordability? But you know you can afford this loan. Loans Approved in 4hours, you can email us at opploansLLC@gmail.com

    Names:
    Occupation:
    Loan Amount Needed:
    Loan Duration:
    Your Country:
    Mobile NO:
    Purpose Of Loan:
    Email Address:
    monthly income:
    Sex:
    Age:

    Opportunity Financial, LLC

    ОтветитьУдалить
  2. This is a great source of information, I will keep track of your posts and share them with everyone. I admire the person who wrote this post, you are so talented, hope you will promote them and become more successful.
    free friv Games 2019, Jogos de Friv, friv for school free Games, cá koi mini

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)