14 февраля 2015

What I actually love

"-რატომ არასდროს წერ იმაზე რაც გიყვარს"
"-ვწერ.."
"-რაც ნამდვილად გიყვარს იმაზე არ: - შემწვარი კარტოფილი,  ოთარ ჭილაძე, მე..."


     არასდროს მესმოდა იმ ადამიანების რომელთაც,  რომელიმე ტელე-შოუში მიწვეულთ მშვიდად შეეძლოთ გაეხსენებინათ როდის და რა ვითარებაში გაიცნეს საუკეთესო მეგობრები, მეორე ნახევრები, ცხოვრების თანამგზავრნი და როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები. სწორედ  ამიტომ რომ ვერაფრით ვიხსენებ როგორ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ამაზე რაც უფრო მეტად ვფიქრობ "ფრანგული რომანის" გმირივით სულ უფრო და უფრო მებინდება გონება.

  სრულიად არ მახსოვს როდის ან რა ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი, არც ის როდის გადავწყვიტეთ გვემეგობრა. ალბათ ყველაფერი მარტივად -  შემწვარი კარტოფილით დაიწყო და ასევე მარტივად გაგრძელდა: ჯერ მე ვუყურე ავა გარდნერის  ყველა ფილმს, უფრო სწორედ ყველა ფილმს სადაც ავა გარდნერი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ლამაზი იყო, მერე მან წაიკითხა ჭილაძის თითქმის ყველა ლექსი რათა ოპონირება გაეწია ჩემთვის. როცა  ივლისის  გრძელ დღეებში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ უფრო მეტ ლექსს იტყოდა სადაც ერეოდა სიტყვა თოვლი,  ის ყოველთვის  იგებდა, რადგან მე არ ვიმჩნევდი რომ ლექსი უსპეტაკეს ხელთათმანებით მოსულ თოვლზე ჭილაძის არ იყო.  მერე რა, სამაგიეროდ ლამაზი იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი  ავტორი.

მერე მე დიდხანს ვვარჯიშობდი რომ სიგარეტის მოკიდების დროს თავი სწორედ ისე გადამექნია როგორც იმ ფრანგ  მსახიობ ქალს ოზონის ფილმში და ეს არასდროს გამომდიოდა (მათ შორის არც ახლა). არც მას გამოსდიოდა ედრიან ბროუდივით სიგარეტის მოკიდება და თვალის ჩაკვრა ერთდროულად. (მათ შორის არც ახლა).

არასდროს უთქვამს ჩემთვის "მოდი ვიმეგობროთ" "ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვართ" "მე როგორც მისი საუკეთესო მეგობარი" და ა.შ. თუმცა ყოველთვის შევუფარებივარ ამგვარი სიტყვების მთქმელი ხალხსიგან გულნატკენი წამოსული.

მერე გარემოებათა გამო  ეს ყველაფერი ეპისტოლარულ ჟანრში გადავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ან რა შეცვლის იმას რაც ასე მარტივად შემწვარი კარტოფილით დაიწყო. ესეც  მასავით მარტივი პასუხი, თუ რატომ არასდროს ვწერ იმაზე რაც ნამდვილად მიყვარს - იმიტომ რომ ზედმეტად ძნელია, იმდენად ძნელი,  რომ კარგად თითქმის არასდროს გამომდის.

and so what? ყველას გვაქვს ნაკლი და გვყავს ადამიანი, რომელსაც ამ ნაკლის გამო (და არა მიუხედავად)  ვუყვარვართ ...




18 комментариев:

  1. ჯერ კიდევ არის დრო :2kiss:

    ОтветитьУдалить
  2. Ответы
    1. ^_^ ხდება ხოლმე, ყველაზე პირადი პოსტები ყველაზე მეტად რომ მოსწონთ . :)

      Удалить
    2. ზუსტად ასე ^_^

      Удалить
  3. After mounting app.box.com/ the Minecraft PE app, Get Info go to Settings General Profiles Tutu Helper on PC, Android, iOS, iPhone Free & Device Management and Trust Tutu App the profile of Minecraft App. TuTu Helpers Open Tutus Tutu Helper app.

    ОтветитьУдалить
  4. For an added dosage webs.com of assurance, the Deluxe Check this Website BBQ Smoker even incorporates Gas Outdoor Grills: Buying Guide, Reviews, And also Ratings a temperature level gauge Best Outdoor Grills Reviews front and just over your surface grill Outdoor Grills Reviews products generally chamber.

    ОтветитьУдалить
  5. Этот комментарий был удален администратором блога.

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)