31 августа 2015

აიფონის დაქალები



"ეხლა მოდაში შემოვიდა აზრი რომ ყველაფერი უაზრობაა, 
მაგრამ უნდა გითხრათ რომ იქ, საიდანაც ეს აზრი შემოვიდა, 
უკვე სულ სხვა აზრია მოდაში"
(с) კოტე ჯანდიერი

P.s. არასდროს ენდოთ პოსტ სკრიპტუმებს


#Coffe #Girls #Sunglass #Nerd #Sexylips #Pink #Iphone #It's_my_life

  • ანკა


ყველა სადაქალოს სჭირდება ერთი ანკა, რადგან  ადამიანი რომელსაც საკუთარი პრობლემები არ გააჩნია, არა მხოლოდ თავს არ მოგახვევთ მათ, არამედ სიამოვნებით მოისმენს თქვენსასაც. უბრალოდ ვალდებულიცაა ასე მოიქცეს, რადგან  ყველა ანკას სჭირდება რომ ტვინი რაღაცით  ჰქონდეს გამოტენილი, თუნდაც ეს რაღაც   სხვისი პრობლემები იყოს.  ასე რომ ანკა აიფონის დამტენივით საჭირო იყო სადაქალოში, უფრო მეტადაც კი -  სხვას მისნაირს ვერ  ნახავდნენ - თუ ვინმე ნაწყენი უნდა დარჩენილიყო სიტუაციიიდან ასეთი  ყოველთვის ანკა იყო -  იმდენად სულელია რომ მაინც არ ეწყინება, უბრალოდ ვერც მიხვდება რა უნდა ეწყინოსო. ჰოდა ერთხელაც აღმოაჩინა რომ 20 წლისთვის ისე მიეღწია, არასდროს ჰქონოდა დეპრესია.  აი ნამდვილი, ჯანსაღი  დეპრესია მის დაქალებს კვირაში ერთხელ მაინც  რომ ემართებოდათ. სწორედ ამიტომ მტკიცედ  გადაწყვიტა მასაც გამოეცადა ეს მძიმე სენი, მაგრამ დრო ვერ გათვალა და მისი დეპრესია ნანკასას დაემთხვა, რაც მის მნიშვნელობას სრულიად უგუვებელყოფდა.


  • ნანკა 

ბუნებრივია, ნანკას დეპრესიას   სერიოზული მიზეზი ჰქონდა. შეყვარებულს დაშორდა. მართალია არც მას და არც აიფონის სადაქალოს ზუსტად არ ახსოვდა რა მიზეზით, მაგრამ ოთხივემ იცოდა  რომ მიზეზი იმდენად დიდი იყო რომ ყველა თავმოყვარე გოგო ნანკას ადგილას ანალოგიურაად მოიქცეოდა, თვით ანკაც კი. ნანკა კი ანკას მინიმუმ ერთი ასოთი მაინც ჯობდა, ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა: "აი ვსიოოო".  ეს ფრაზა  კი ტრადიციულად გულისხმობდა: ფეისბუქის პროფილის  ფოტოს საათში ათჯერ შეცვლას, დღეში საშუალოდ რვა  ჩექინს საეჭვო  ხალხთან ერთად საეჭვო ადგილებიდან,   კოკო შანელის, ოტია იოსელიანის და კონსტანტინე გამსახურდიას ციტატების გაზიარებასა და ბევრ  პოსტს დაკარგულ სამოთხესა და უკვდავების წყაროზე. დაახლოებით ერთი წელი ნერვებს უშლიდა ყოფილ შეყვარებულს თავისი გამოგონილი "ფეისბუქ-ბოდვებით", ერთი წლის შემდეგ  კი შეიტყო,  რომ თურმე "იმას" დაჰაიდებული ჰყოლია.  


  • თათკა 

მაგრამ ნანკას კიდევ რა უჭირდა?!  რაღაცის  სრულყოფილად დაგეგმვა მაინც შეეძლო. პრინციპში თათკაც მთელი  ცხოვრება რაღაცას გეგმავდა,  სანამ ბოლო-ბოლო იმ აზრამდე არ მივიდა რომ არაფრის დაგეგმა არ შეეძლო, ეს კი იმდენად მწარე სიმართლე იყო თვითმკვლელობამდე მიიყვანდა კაცს. თუმცა როგორც შემდგომში გაირკვა თავის მოკვლასაც დაგეგმვა სჭირდებოდა, თან არც თუ ისე ურიგო.  თავს კი იდეაში ზუსტად იმის გამო იკლავდა, რომ არაფრის დაგეგმვა არ შეეძლო. გადაწყვიტა გეგმის გარეშე ეცხოვრა. დღეებს ბანალურად ატარებდა:  ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს იღებდა სელფს სამსახურის ლიფტში. საქმე მოსაწყენი იყო,   მაგრამ ეშინოდა, ასე თუ არ მოიქცეოდა ხალხი იფიქრებდა ან სამსახური დაკარგა ან აიფონიო. მოკლედ მიზანი არსებობდა,   ყოველ დილით თითო სელფი სამსახურის ლიფტში ლუზერის იმიჯისგან დაიცავდა, ამიტომ  ამ მიზანს უნდა მიჰყოლოდა ბოლომდე. 




  • შორენა

შორენა სულ სხვა შემთხვევა იყო. არც ერთს არ ჰგავდა, საერთოდ არ ჰგავდა არავის. ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა და ყველაში  ყველაფერი ერთნაირად აღიზიანებდა: ანკაში ის რომ სრულიად უვარგისი,  ჰაერივით საჭირო იყო, ნანკაში ის რომ იმდენად ხშირად იცვლიდა პარტნიორებს რომ მათი სახელები სადაქალოს დასამახსოვრებელი ხდებოდა, მათ კი ისედაც თავზესაყრელად ჰქონდათ პრობლემები, თათკაში კი ის რომ თავის მოკვლაც კი არ შეეძლო, ისე როგორც ზრდასრულ, ნორმალურ ადამიანს შეეფერებოდა. ზოგადად შორენა ადამიანებს ორ ნაწილად ყოფდა. პირველი ნაწილი აღიზიანებდა, მაგალითად თავისი დაქალები, მეორე ნაწილს კი უბრალოდ დასცინოდა,  მაგალითად  მესაკუთრის კომპლექსით შეპყრობილ წყვილებს  საერთო ფეისბუქი რომ ჰქონდათ და ყველა ფოტოზე ერთად ითაგებოდნენ. "რა კოშმარია,  ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთო" სიტყვა  "ჩვენში" იმ ბიჭს გულისხმობდა გვერდით რომ ეჯდა და იმ დროიდან რაც გვერდით ეჯდა არავის ახსოვდა რომ ის ყოფილიყო "ის", ყოველთვის იყო "ჩვენ". აი ასე ყოველგვარი მესამე პირის ნაცვალსახელის გარეშე. 





 ყოველი კვირის ორშაბათ დღეს  ერთი მაგიდის გარშემო ერთიანდებოდა აიფონის სადაქალო და მაგიდაზე რიგ-რიგობით ალაგებდა აიფონებსა და პრობლემებს და თუ აიფონები როგორც წესი ერთნაირი ჰქონდათ, პრობლემები ყოველთვის განსხვავდებოდა და  კაცმა არ იცის რომლის პრობლემა რომლისაზე  უფრო სერიოზული იყო. :)

P.s. პოსტში აღწერილი ხუთივე პერსონაჟი გამოგონილია და წარმოადგენს  ავტორის ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფს.
მათი ნებისმიერი დამთხვევა რეალობასთან შემთხვევითია. 

7 комментариев:

  1. კვალი ^^
    ეს იყო კარგი სიმართლე ! <3

    ОтветитьУдалить
  2. "ანკა აიფონის დამტენივით საჭირო იყო სადაქალოში " :)))

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ამდენ აიფონს დატენვა ხომ უნდოდა :)

      Удалить
  3. I really enjoy reading this article. Hope that you would do great in upcoming time. A perfect post.
    nick jr | minecraft games | barney | abcya

    ОтветитьУдалить

ნუ წახვალ ისე,
დატოვე კვალი =)